ევროპული სარეიტინგო კომპანია SCOPE-ის შეფასებით, თეგეტა მოტორსის რეიტინგი BB- კატეგორიითა და სტაბილური ხედვით შეფასდა . კომპანიის
მაღალი საკრედიტო რეიტინგი განისაზღვრა ჯანსაღი ფინანსური რისკის პროფილით (BB), მაღალი ოპერაციული ეფექტიანობითა (BB-) და დაბალი ბიზნესრისკის მიმართულებით (BB-).
ევროპული სარეიტინგო კომპანია თეგეტა მოტორსს ბაზრის ლიდერად აფასებს, რაც გამყარებულია ჯგუფის ძლიერი პოზიციებით როგორც ადგილობრივ, ისე რეგიონულ ბაზარზე. თეგეტა მოტორსის სტრატეგიის შესაბამისად, სარეიტინგო SCOPE-ის შეფასებით, მომდევნო წლებში მოსალოდნელია ჯგუფის ფინანსური მაჩვენებლების მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, რაც, თავის მხრივ, დადებითად იმოქმედებს კომპანიის საკრედიტო რეიტინგზე.
თეგეტა მოტორსი პირველი კომპანიაა ავტოინდუსტრიის სფეროდან კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რომელმაც შეძლო, გავლენიანი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის რეიტინგის მოპოვება 2017 წელს. 2019 წელს კომპანიამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ფინანსური პოზიცია და 3 საფეხურით დაწინაურდა საკრედიტო რეიტინგში, აღსანიშნავია რომ BB- რეიტინგი საქართველოში სულ რამდენიმე კომპანიას აქვს და უპრეცედენტოა რეგიონულ საავტომობილო სფეროში.
კომპანია ემსახურება 250 000 საცალო, 3 700 საბითუმო და 35 500 კორპორაციულ მომხმარებელს.
თეგეტა მოტორსი დღეისთვის 23 ფილიალით არის წარმოდგენილი მთელი საქართველოს მასშტაბით.

















