logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
თაბორის მთაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის პროექტს გია ვოლსკი ეხმიანება
თაბორის მთაზე რეკრეაციული ზონის მოწყობის პროექტს გია ვოლსკი ეხმიანება
09:40 26.03.2019
თაბორის მთაზე მიმდინარე პროექტს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი, ფეისბუქის პირად გვერდზე ეხმიანება და წერს, რომ ამ პროექტის მიმართ მიზანმიმართულად მიმდინარეობდა შავი კამპანია.

"ბოლო პერიოდში საკმაოდ ინტენსიურად ხორციელდებოდა აგრესიული საინფორმაციო კამპანია თაბორის მთაზე მიმდინარე პროექტის წინააღმდეგ, მთავარი ლოზუნგით - ბიძინა ივანიშვილი ბუნებას ანადგურებს. რეალურად რა ხდება:
თაბორის ქედზე 400 000 (ოთხასი ათასი) კვადრატული მეტრის რეკრიაციული ზონა შენდება. მთლიანი ტერიტორიის 95%-ზე მეტი იქნება სრულად გამწვანებული, ამ სივრცეში მოეწყობა გოლფის მოედნები, ხელოვნური ტბა და ჩოგბურთის მოედნები.

2017 წლიდან დღევანდელ დღემდე დარგულია რვა ათასამდე ხე-მცენარე. ჯამში თაბორის ტერიტორიაზე თორმეტი ათასამდე ხე-მცენარე დაირგვება. ყველა ხეს აქვს თავისი ირიგაციის სისტემა. ხეების შესყიდვის ღირებულება შეადგენს რვაას ორმოცდაათი ათას .ლარს, დარგვასა და მოვლა-პატრონობისათვის გადახდილი თანხა შეადგენს ორას ათასამდე ლარს, ხოლო ხეების დასარგავად მიწის შესყიდვის თანხა ორასოციათას ლარს აჭარბებს.

მთელი ეს ფართობი ხელმისაწვდომი იქნება ყველასათვის. რასაკვირველია ტურისტებიც ბევრნი იქნებიან, მათთვის 180 ნომრიანი სასტუმროა გათვალისწინებული, აქვე იქნება ორი საცურაო აუზი, სპა ცენტრი, სავარჯიშო დარბაზი, რესტორანი. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 86 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. დასრულდება 2020 წელს.

სამუშაოებს ტურიზმის განვითარების ფონდი ახორციელებს, ამჟამად ფონდის საინვესტიციო პორტფელში ათი პროექტი ერთიანდება, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 600 მლნ ამერიკულ დოლარს აჭარბებს. პროექტები ვითარდება ქ.თბილისში, კახეთში, გურიაში, აჭარაში, სამეგრელოსა და სამცხე-ჯავახეთში. ათივე პროექტი განვითარების სხვადასხვა ეტაპზეა და დღეის მდგომარეობით მათში ჯამურად უკვე ინვესტირებულია 218 მლნ აშშ დოლარზე მეტი. ამ მასშტაბური პროექტების ფარგლებში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმდებულთა რაოდენობა 5000 ადამიანზე მეტია, დაახლოებით ამდენივე იქნება დასაქმებულთა რაოდენობა კომპლექსების ამოქმედების შემდეგ",- წერს გია ვოლსკი ფეისბუქზე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა