დედაქალაქის რამდენიმე ქუჩას დღეს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება.
როგორც „ნიუსპრესს“ კომპანია „თელასიდან“ აცნობეს, შუქი 10-დან 14 საათამდე დაბა წყნეთს გაეთიშება.
ენერგომომარაგება 10-დან 17 საათამდე შატბერაშვილის, მარაბდის, ჟვანიას, კეკელიძისა და მიმდებარე ქუჩებს, ასევე, ბოგდან ხმელნიცკის ქუჩის ნაწილს არ მიეწოდება.
ამავე საათებში ელექტროენერგია ცაიშის, მახათას მთის, ქვალონისა და მიმდებარე ქუჩებს შეეზღუდება.
შეზღუდვა 10-დან 18 საათამდე ნათაძის, ხვინგიას, წიწამურის, ბეჟანიშვილის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის, ცოტნე დადიანის ნაწილს და მიმდებარე ქუჩებს შეეხება.
დროის აღნიშნულ მონაკვეთში ელექტროენერგია იმედაშვილის, არდაზიანის, ვაზისუბნის, გაგარინის, შარტავას, ჩერქეზიშვილის, ზემო ვეძისის და მიმდებარე ქუჩებს, საქნავთობის დასახლებას, კახეთის გზატკეცილს და მიმდებარე ქუჩებს გაეთიშება.
ქვესადგურში „დიღომი-I“ სარემონტო სამუშაოების გამო, ენერგომომარაგება 11-დან 12 საათამდე აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს, ხოლო 11-დან 15 საათამდე ფონიჭალის III და III ა მიკრორაიონებს, ბოტანიკის, აბანოს, გორგასლის, სანაპიროს, ბეთლემის, საადის, ნაკაშიძის და სამღებროს ქუჩებს შეუწყდება.
11-დან 16 საათამდე ელექტროენერგია წერეთლის გამზირის ნაწილს, მუხიანის I, II და III მიკრორაიონებს შეეზღუდება.

















