ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ნომრების მინიჭების მიზნით, ხვალ ცესკოში წილისყრა გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ ცესკოში განუცხადეს, კომისიის სხდომა დღის მეორე ნახევარში შედგება.
საარჩევნო კოდექსის თანახმად, წილისყრაში მონაწილეობას არ მიღებენ ის პოლიტიკური სუბიექტები, რომლებმაც წინა საპარლამენტო არჩევნებში, პროპორციული წესით ხმათა რაოდენობით პირველი, მეორე და მესამე შედეგი აჩვენეს.
მათ შესაბამისი განაცხადის საფუძველზე უფლება აქვთ დაიტოვონ წინა საპარლამენტო არჩევნებში მიკუთვნებული რიგითი ნომერი ან აირჩიონ შესაბამისად პირველი, მეორე და მესამე ნომერი.
ხვალინდელ წილისყრაში პარტიები მონაწილეობას მიიღებენ საარჩევნო რეგისტრაციის ან რეგისტრაციის შესახებ განაცხადების შეტანის რიგითობის შესაბამისად.
გარდა წილისყრისა, ცესკო ფინანსთა სამინისტროსგან არჩევნების მომზადებისა და ჩატარების დაფინანსების გეგმას მიიღებს.

















