საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2”-ის კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის მოდიფიცირების შესახებ საჯარო
ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო.
როგორც „ნიუსპრესს“ კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან აცნობეს, „რუსთავი 2“ კერძო მაუწყებლობის №B103 ლიცენზიის ტექნიკური პარამეტრების ცვლილებას ითხოვს.
კომისიის ინფორმაციით, პარამეტრების ცვლილება ზემოაღნიშნული ლიცენზიის ფარგლებში შემუშავებული სამაუწყებლო ბადის, როგორც თანამგზავრული სისტემების მიწისზედა ასევე, ორბიტალური სადგურების მეშვეობით გავრცელებას ითვალისწინებს.
საკითხის ზეპირი მოსმენა 3 სექტემბერს, 16:00 საათზე გაიმართება. კომისია გადაწყვეტილებას ზეპირი მოსმენის ჩატარებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მიიღებს.

















