logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
გიორგი ქობულიამ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ დაათვალიერა
გიორგი ქობულიამ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ დაათვალიერა
11:14 23.03.2019
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ დაათვალიერა. მინისტრთან ერთად სასწავლებელში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, ნინო ჩიქოვანი და კოლეჯის პარტნიორი ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ეკონომიკის მინისტრი „სპექტრის“ სასწავლო გარემოსა და იქ არსებულ სახელოსნო - ლაბორატორიების ფუნქციონირებას გაეცნო.

„ეს არის ზუსტად ისეთი ტიპის სასწავლებელი, რომელიც სრულ თანხვედრაშია ჩვენი პროფესიული გადამზადების სტრატეგიასთან და პროგრამასთან. სასწავლებელს აქვს 1200 კაცამდე ერთდროულად მომზადების შესაძლებლობა, მათ შორის ელექტრიკოსების, შემდუღებლების, დურგლებისა და სხვა პროფესიებში, მაგრამ, რა თქმა უნდა, გვაქვს მისი გაფართოებისა და მოსწავლეთა რაოდენობის გაზრდის სურვილი“ - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მინისტრის ინფორმაციით, სასწავლებლის მენეჯმენტთან ერთად განხილული იყო კონკრეტული გეგმა, თუ რა უნდა გაკეთდეს შენობის რეაბილიტაციის, მშენებლობისა და გაფართოებისთვის.

„ვიმსჯელეთ, რა არის ჩვენი მხრიდან საჭირო იმისთვის, რომ უზრუნველვყოთ ეს დაწესებულება შესაბამისი მოწყობილობებით. სასწავლებლის ადმინისტრაციამ წარმოადგინა კონკრეტული გეგმა ინფრასტრუქტურის გაფართოებისა და აღჭურვის საჭიროებების შესახებ. ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ასეთი ცენტრის ნახვა და როგორც მთავრობა, ყოველთვის გვერდში ვუდგავართ ასეთ ინიციატივებს“ - აღნიშნა ქობულიამ.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო მინისტრის ვიზიტი, იგი გაეცნო კოლეჯში არსებულ ინფრასტრუქტურას, ლაბორატორიებს, თანამედროვე მიდგომებსა და ინოვაციებს. დღეს ქვეყანაში მთავარი გამოწვევა დასაქმებაა, შესაბამისად, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ახალი მიმართულებები განვავითაროთ, მაგალითად, ავეჯის წარმოება და სადურგლო მიმართულება. ეკონომიკის მინისტრი გვპირდება თანადგომას ახალი პროექტების განხორციელებაში, რაც წინგადადგმული ნაბიჯი იქნება იმისთვის, რომ გვყავდეს მეტი დასაქმებული და გვქონდეს მეტად განვითარებული ეკონომიკა“ - განაცხადა „სპექტრის“ ხელმძღვანელმა მათე ტაკიძემ.

შეხვედრის დასასრულს კოლეჯ „სპექტრისა“ და შპს „სანდოს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავ პროფესიული განათლების განვითარებას, დასაქმების ხელშეწყობას და შრომის ბაზრის უზრუნველყოფას კვალიფიციური, პროფესიული კადრებით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა