logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ბატიაშვილი: სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომა მართვის ეფექტიანობას გააძლიერებს
ბატიაშვილი: სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომა მართვის ეფექტიანობას გააძლიერებს
17:25 22.03.2019
„სკოლების მართვის დიფერენცირებული მიდგომა - ეს არის გამოსავალი სკოლების მართვის ეფექტიანობის გასაძლიერებლად. ასეთი მიდგომა უზრუნველყოფს იმას, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის და გარემოს მართვა დემოკრატიული და განვითარებაზე ორიენტირებული პრინციპით და შესაბამისი მხარდამჭერი მექანიზმებით მოხდეს“ - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრის აზრით, სკოლების მართვის მოდელი უნდა იყოს დიფერენცირებული, რომელიც ძირითადად ორ კომპონენტში განსხვავდება მოსწავლეთა კონტიგენტის და სკოლების განვითარების გეგმის შესაბამისად მაგალითად, გაძლიერებული მიმართულების სახელოვნებო, მეცნიერების, ტექნოლოგიების თუ სწავლების განსხვავებული ინოვაციური მეთოდიკის. თუმცა, ამ მიმართულებით გრძელდება კონსულტაციები სასკოლო საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, განათლების ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.

„დღეისათვის ერთ მოსწავლეზე გათვლილი წლიური ვაუჩერის საშუალო ოდენობა განისაზღვრება 960 ლარით. ვაუჩერი შედგება საბაზო დაფინანსებისგან, რომელიც სტანდარტულად მოსწავლეზე 300 ლარია და შესაბამისი კოეფიციენტებისგან (მოსწავლეთა რაოდენობა, ინფრასტრუქტურა, სკოლის სწავლების ენა, სსსმ საჭიროება და მდებარეობა, კომუნალური ხარჯები და სხვა) სკოლა ასევე დამატებით იღებს მასწავლებლის სტატუსის დანამატს.

სამინისტროს ხედვით, სკოლას გაეზრდება საბაზისო დაფინანსება. იმისათვის, რომ სკოლები ჩავაყენოთ თანაბარ პირობებში და ამავდროულად ვიყოთ ორიენტირებული ინდივიდუალური სკოლის საჭიროებაზე დაფუძნებულ განვითარებაზე, საჭიროა შემუშავდეს დამატებითი წახალისების ეფექტური და მხარდამჭერი მექნიზმი.

შესაბამისად, სკოლის დაფინანსება უნდა შედგებოდეს შემდეგი ძირითადი კომპონენტების საფუძველზე: 1.საბაზო ვაუჩერული დაფინანსება; 2. სკოლის განვითარების ფონდი. განათლების გაზრდილი ყოველწლიური ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს სკოლების დაფინანსების ორივე კომპონენტის ზრდას როგორც საბაზისო, ისე განვითარების ფონდის ნაწილში. ეს პირდაპირ უკავშირდება მასწავლებლის ხელფასების ზრდას მათი სტატუსის და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილის შესაბამისად.
ასევე, მუშავდება სპეციალიზირებული პროგრამები სკოლის განვითარებისთვის. კერძოდ იმისათვის, რომ სკოლებმა მოახდინონ საჭიროების დადგენა თვითშეფასებაზე დაფუძნებით, ხოლო სამინისტრო ექსპერტთა და საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართულობით პროგრამულად დააფინანსებს ასეთ ინიციატივებს. მაგალითად “სასკოლო ინიციატივების” პროგრამის ფარგლებში მუშავდება ელექტრონული პორტალი, სადაც სკოლები შეძლებენ პროექტების ინიცირებას“ - განაცხადა მინისტრმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა