საცხოვრებელი სახლის სხვენში გაჩენილი ხანძრის ქრობისას მეხანძრე-მაშველებმა ზარდახშაში შენახული დიდი რაოდენობით თანხა აღმოაჩინეს.
ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახური ავრცელებს.
მეხანძრე-მაშველებმა, აღნიშნულის შესახებ, ადგილზე მყოფ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებს შეატყობინეს. აღმოჩენილი თანხა მეპატრონეს დაუბრუნდება.
ხანძრის შედეგად დაიწვა 100 კვ/მ ფართობი. ადგილზე მუშაობდა 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

















