logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ლომჯარიამ რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე კვლევის შედეგები წარადგინა
ლომჯარიამ რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე კვლევის შედეგები წარადგინა
14:31 22.03.2019
2019 წლის 22 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ რეპროდუქციული და სექსუალური ჯანმრთელობის და უფლებების საკითხებზე, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით მომზადებული ეროვნული კვლევის შედეგები წარმოადგინა.

ღონისძიების გახსნაზე სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ გადადგმული პროგრესული ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ გვხვდება სისტემური პრობლემები სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის კუთხით, რომელიც თავის მხრივ სერვისების ფინანსურ მისაწვდომობას, სოციალურ ბარიერებს და ინფორმაციის ნაკლებობას უკავშირდება.

ეს ყოველივე კი განსაკუთრებული სიმწვავით აისახება ეთნიკური უმცირესობების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე, სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგოების უფლებრივ მდგომარეობაზე; არ არსებობს სისტემური ხედვა მშობიარობის შემდგომ სერვისებთან დაკავშირებით; მოზარდებს არ აქვთ კომპლექსური განათლება, არ ფლობენ სრულყოფილ ინფორმაციას მათ სხეულზე და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, რაც საფრთხის შემცველი ქცევების ალბათობას ზრდის.

თავისი გამოსვლის დასასრულს სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ ანგარიშში ასახული მიგნებები და რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება შესაბამისი კანონმდებლობის, რეგულაციების და პოლიტიკის შემუშავების პროცესში.

გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებადაცვითი ეროვნული ინსტიტუტების როლს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მონიტორინგის პროცესში. მან ასევე ისაუბრა გაეროს მოსახლეობის ფონდის და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლობის წარმატებულ მაგალითებსა და სამომავლო გეგმებზე.

ღონისძიების მიმდინარეობისას, სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ანა ილურიძემ და კვლევის მომზადების პროცესში ჩართულმა ექსპერტებმა ლიკა ჯალაღანიამ და ლელა შენგელიამ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს ის ძირითადი მიგნებები, რაც კვლევამ დედათა ჯანმრთელობასა და ოჯახის დაგეგმვის შესახებ სერვისების ხარისხთან და ხელმისაწვდომობასთან, ასევე, ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსურ განათლებასთან დაკავშირებით წარმოაჩინა.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციებისა და აკადემიის წარმომადგენლები.

კვლევა ჩატარდა გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა