საქართველოს საგარეო საქმეთამინისტრი არგენტინაში ვიზიტის ფარგლებში ქ. ბუენოს - აირესის საელჩოში შეხვდა
არაგენტინაში მცხოვრებიქართული დიასპორის წარმომადგენლებს. როგორცშეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნა მიუხედავად სიმცირისაარგენტინაში მცხოვრებ ქართველებს შეუძლიათმნიშვნელოვანი როლი შეასრულონ საქართველოსა დაარგენტინის ურთიერთობების განვითარებაში დაარგენტინაში საქართველოს შესახებ ცნობადობისამაღლებაში. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდაინფორმაცია მისი ვიზიტის, არგენტინაში გამართულიორმხრივი შეხვედრებისა და ქვეყენებს შორის თანამშრომლობის პრიროიტეტული მიმართულებების შესახებ.
საუბარი შეეხო ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ქვეყნის განვითარების ხედვას, აღინიშნა ის პროგრესი, რაც საქართველოს აქვს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე და ოკუპირებულ რეგიოენბზე, ქვეყნის სამშვიდობო პოლიტიკაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობის ამოცანაა უზრუნველყოს ქვეყნის სტაბილური განვითარება.
დავით ზალკალიანმა დიასპორის წარმომადგენლებს გააცნო დიასპორის საკითხებში სახელმწიფოს ცალკეული ინიციატივები და გამოთქვა მზადყოფნა ხელი შეუწყოს არგენტინაში მცხოვრებ მცირერიცხოვან ქართულ დიასპორას საქმიანობის განვითარებაში.

















