ლონდონის ოლიმპიადაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოასპარეზე სამივე ქართველმა რევაზ ლაშხმა, ვლადიმერ გეგეშიძემ და გურამ ფერსელიძემ დღეს
ასპარეზობის პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეს და მეორე ეტაპზე გავიდნენ.
60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშხმა ეგვიპტელ მოწინააღმდეგე საიდ აბდელმონემ ჰამედი დაამარცხა. ლაშხი შემდეგ ეტაპზე რუს ზაურ კურამაგომედოვს და ალჟირელ ტარეკ აზიზ ბენაისაას შორის გამარჯვებულს შეხვდება.
84 კილოგრამამდე წონაში მოჭიდავე გეგეშიძემ აზერბაიჯანელ მოწინააღმდეგესთან დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვა. ქართველი მოჭიდავე მეორე წრეში უკრაინელ ვასილ ვაჩიბას შეხვდება.
მძიმე წონოსანმა გურამ ფერსელიძემ დამაჯერებლად დაამარცხა ჩილელი ანდრეს ანტონიო აიუბ ვალენსუელა. მეორე ეტაპზე მას ძლიერ მეტოქესთან კუბელ მიან ლოპეს ნუნიესთან მოუწევს შერკინება.

















