logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კილაძე: სახელმწიფოს მხრიდან ბავშვზე ზრუნვის მკაფიო დეკლარირებას ბავშვის უფლებათა კოდექსი წარმოადგენს
კილაძე: სახელმწიფოს მხრიდან ბავშვზე ზრუნვის მკაფიო დეკლარირებას ბავშვის უფლებათა კოდექსი წარმოადგენს
13:58 21.03.2019
სახელმწიფოს მხრიდან ბავშვზე ზრუნვის მკაფიო დეკლარირებას და პრიორიტეტულობას წარმოადგენს ბავშვის უფლებათა კოდექსის პროექტი, რომელიც ამჟამად პარლამენტშია ინიცირებული - ამის შესახებ სოფო კილაძემ ევროსაბჭოს მიერ ორგანიზებულ დისკუსიაზე განაცხადა, რომელიც ქვეყანაში ლანსაროტის კონვენციის განხორციელებას ეძღვნებოდა.

კონვენცია, რომელსაც საქართველო 2014 წელს მიუერთდა, ითვალისწინებს წევრ ქვეყნებში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან დაცვას. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ იმ რეფორმებზე ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო ამ მიმართულებით ახორციელებს.

თავის გამოსვლაში სოფო კილაძემ ყურადღება გაამახვილა ბავშვის ინტერესების სფეროს მიკუთვნებული საკითხების მულტიდისციპლინარული მიდგომებით გადაწყვეტის მნიშვნელობაზე. მან, ასევე ისაუბრა საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების საშუალებით ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისაგან და ძალადობისგან დაცვაზე, როგორც ერთ-ერთ აქტუალურ გამოწვევაზე.

„ბავშვის უფლებათა კოდექსის ერთ-ერთი ცენტრალური თემაა ბავშვთა დაცვა ძალადობისგან, რომლის შემადგენელი ნაწილი, რა თქმა უნდა არის სექსუალური ძალადობა და ექსპლუატაცია. პროექტით გათვალისწინებულია მთელი რიგი პრევენციული პროგრამები, საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს ბავშვთა დაცვას ამ კუთხით.

ვფიქრობ, პროექტით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი სიახლეა ის, რომ თუ ვერ ხდება სექსუალური ძალადობის ან ექსპლუატაციის შემთხვევაში ზიანის ანაზღაურება დამნაშავისგან, მაშინ ამ ვალდებულებას სახელმწიფო იღებს.“ - აღნიშნა სოფო კილაძემ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა ბავშვის უფლებებზე ზრუნვის პროცესში კოორდინაციის როლზე, როგორც სახელმწიფო უწყებებს, ისე სახელმწიფოსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა ევროსაბჭოს როლი საქართველოში ლანსაროტის კონვენციის ეფექტიანი იმპლემენტაციისთვის პროცესში და მადლობა გადაუხადა ორგანიზაციის საქართველოს ოფისს გაწეული მუშაობისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა