საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა.
"პროფესიულ დღეს ვულოცავ ჟურნალისტებს, მომავალ ჟურნალისტებს და სრულიად საზოგადოებას.
თავისუფალი, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში განუზომელია. ჟურნალისტის პროფესია არის საპატიო, გამორჩეულად საინტერესო და მნიშვნელოვანი და იგი ერთ-ერთ უმთავრეს ფუნდამენტურ უფლებას - სიტყვის თავისუფლებას და ხალხს ემსახურება.
საქართველოს პარლამენტის სახელით, მედიის თითოეულ წარმომადგენელს ვულოცავ დღევანდელ დღეს, ვუდასტურებ პატივისცემას და მზადყოფნას თანამშრომლობისთვის" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

















