logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ირაკლი გოგავა მიიჩნევს, რომ  „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას კომპეტენცია აკლია
ირაკლი გოგავა მიიჩნევს, რომ „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევას კომპეტენცია აკლია
09:39 21.03.2019
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი ირაკლი გოგავა მიიჩნევს, რომ „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევა – „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“ პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის მხრივ მოიკოჭლებს.

ამასთან, საქართველოს პირველ არხთან საუბრისას გოგავა ინტერესთა კონფლიქტზეც მიუთითებს.

„როდესაც ნებისმიერ კვლევაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია, რა წერია კვლევაში და ვინ აკეთებს მას. ანალიზი აღნიშნული ორი ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება გაკეთდეს. პირველი – აქ კვლევაში კომპეტენციის დონე მოიკოჭლებს. წავიკითხე კვლევა და პროფესიონალიზმი მოიკოჭლებს აშკარად. მთავარი, რაც მინდა ვთქვა, ეს არის ინტერესთა კონფლიქტი. კვლევა გაკეთებულია საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ხელმძღვანელის მიერ, რომელიც ვერ იქნება ემოციურად ობიექტური. წესით, მსგავსი ფორმატი „სოროსის ფონდის“ მიერ არ უნდა ფინანსდებოდეს, სწორედ ინტერესთა კონფლიქტის გამო.

ფაქტიურად, ორგანიზაციები მოითხოვენ მხოლოდ მათი რწმენის, მესიჯების გაჟღერებას. ისინი მხოლოდ სიტყვიერად ქადაგებენ თავისუფლებას, პლურალიზმს, მაგრამ ფაქტიურად, მხოლოდ მათი მესიჯების მათი რწმენის გაჟღერებას მოითხოვენ მედიასივრცეში და პოლიტიკურ სივრცეშიც. ამასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.

ამასთან, „საქართველოს განვითარების ლაბორატორიის“ ხელმძღვანელის შეფასებით, რებრენდინგის შემდეგ საქართველოს პირველი არხისადმი ნდობა იზრდება.

„რაც შეეხება საზოგადოებრივ მაუწყებელს, რებრენდინგის შემდეგ ცალსახაა, რომ მისი ნდობა იმატებს. კვლევის ავტორები და დონორებიც ამჩნევენ ამ წინ გადადგმულ ნაბიჯებს, რომ 2020 წლისთვის საზოგადოებრივი არხი იქნება საკმაოდ ძლიერი მოთამაშე ქართულ მედიასივრცეში. როგორც ჩანს, ეს ნეოლიბერალურ წრეებს ურღვევს იმ წესრიგს, რომელიც მათ წლების განმვალობაში შექმნეს ქართულ მედიასივრცეში და სურთ, ეს თავიდან აირიდონ“, – განაცხადა ირაკლი გოგავამ.

როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზეწოლა ხორციელდება, რომელიც არ შეჩერდება, პირიქით, შესაძლოა, ამისთვის მეტი დაფინანსებაც გამოიყოს.

„მაუწყებელზე მიდის პირდაპირი პრესინგი, რომ დაემორჩილოთ იმ თამაშის წესებს, რომლებსაც ნეოლიბერალური ჯგუფები ფიქრობენ რომ სწორია. მათთვის არ არის მნიშვნელოვანი სიმართლის თქმა და პლურალიზმი. მათთვის მთავარია, გააჟღეროთ მათი იდეები და მოსაზრებები. თქვენზე ზეწოლა არ შეჩერდება, დაფინანსებაც ბევრი აქვთ. უფრო მეტ დაფინანსებას გამოყოფენ სხვა პროექტებზე, თქვენს კრიტიკაზე, მაგრამ არ უნდა შეშინდეთ“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ირაკლი გოგავამ.

საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი „ღია საზოგადოების ფონდი“. კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.

ამასთან, აღნიშნულ კვლევასთან დაკავშირებით დისკუსია გუშინ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ გაიმართა, რომლის სტუმარი ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა