logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
უსინათლო და მცირემხედველ პირებს იუსტიციის სამინისტროს ცენტრებში სერვისით სარგებლობა შეუძლიათ - წულუკიანი
უსინათლო და მცირემხედველ პირებს იუსტიციის სამინისტროს ცენტრებში სერვისით სარგებლობა შეუძლიათ - წულუკიანი
16:21 20.03.2019
„მეამაყება, რომ ჩვენი სამინისტროს 20-მა თანამშრომელმა შეისწავლა ჟესტური ენა და ჩვენ, ეტაპობრივად უკვე ვიწყებთ , იუსტიციის სამინისტროს სერვისების ჟესტურ ენაზე გაცემას“- განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სესიაზე გამოსვლისას.

„ჩვენ ბევრი ვიმუშავეთ შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ბატონ რატისთან ერთად, რომელსაც მადლობა მინდა ვუთხრა, რადგან ის ადამიანები, მათ შორის მეც, ვისაც არ აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, ხშირად გამოვირჩევით სიბეცით, მე არ მომერიდება ამ სიტყვის და არ გვესმის ის, თუ რას ნიშნავს ესა თუ ის პრობლემა. ვაღიარებ, რომ სწორედ მასთან თანამშრომლობით, ბევრი რამ შეძლებისდაგვარად გავითავისე, გავიგე. ჩვენ შევძელით, რომ იუსტიციის მინისტრის რამდენიმე ბრძანებაში შეგვეტანა ცვლილება იმისათვის, რომ უსინათლო პირებს, სანოტარო მომსახურების, თუ საჯარო რეესტრის სერვისების მიღებისათვის მუდმივად არ სჭირდებოდეთ თანმხლები პირი და მიუხედავად იმისა, არიან უსინათლოები, თუ მცირემხედველნი, მათ შეძლონ დამოუკიდებლად ამ სერვისების მიღება. ცვლილებები პირველ თებერვალს შევიდა ძალაში და ჩვენ ახლა ვახორციელებთ ამ სერვისის ხარისხის მონიტორინგს. ჩვენ აბსოლუტურად მოვარგეთ ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს, ესეც ვფიქრობ, რომ არის საამაყო. თბილისის დიდ იუსტიციის სახლთან, რომელიც ლენტის გაჭრის ფორმით გაიხსნა 2012 წლის არჩენვებამდე, მხოლოდ 2015 წელს მოეწყო პანდუსი, მანამდე კი მიუვალი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის და შესაბამისად, სერვისები ხელმიუწვდომელი. დღეს ჩვენი ინფრასტრუქტურა ადაპტირებულია იმისათვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა მიიღონ ეს სერვისები“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

იუსტიციის სახლი − მომსახურების მიმწოდებელი ერთადერთი დაწესებულებაა საქართველოში, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მომსახურების სტანდარტი დაინერგა − სახელმძღვანელოში მოცემული ქცევისა და კომუნიკაციის წესები უკვე ინტეგრირებულია სსიპ „იუსტიციის სახლის“ მომსახურების ხარისხის სტანდარტში და შესასრულებლად სავალდებულოა ყველა თანამშრომლისათვის.

პროექტი „გაუმჯობესებული სერვისები ყველასთვის“ გაერო-ს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით 2018 წლის ივნისიდან დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტი ამოქმედდა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში.

· გადამზადდა იუსტიციის სახლის წინა ხაზის უკლებლივ ყველა (ჯამში, 750) თანამშრომელი საქართველოს მასშტაბით. შემუშავებული ტრენინგმოდული იუსტიციის სახლის ახალი თანამშრომლების გადამზადების სისტემის ნაწილი გახდა, რაც პროექტის შედეგების მდგრადობას უზრუნველყოფს;

· სპეციალურად იუსტიციის სახლისათვის შეიქმნა 400 ტერმინის შესაბამისი ახალი ჟესტები. ახალი ჟესტები ხელმისაწვდომია ჟესტური ენის ლექსიკონში, რომელიც შეიცავს გრაფიკულ გამოსახულებებს; შექმნილია შესაბამისი ჟესტების ამსახველი ვიდეომასალა;

· ჟესტური ენა შეისწავლა თბილისის იუსტიციის სახლის 20-მა თანამშრომელმა. ისინი ყრუ პირებს უკვე თარჯიმნის გარეშე ემსახურებიან, რამაც სერვისებზე წვდომა მნიშვნელოვნად გაამარტივა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში თბილისის იუსტიციის სახლში მომსახურება ჟესტურ ენაზე 200-მდე მომხმარებელმა მიიღო.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განხორციელებული სამუშაოების ფარგლებში, თბილისის იუსტიციის სახლი ადაპტირდა უსინათლო და მცირემხედველი პირების დამოუკიდებლად გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით: დაიგო ტაქტილური ბილიკები მომსახურების დარბაზსა და შემოსასვლელ ტერიტორიაზე, შეიქმნა სანავიგაციო ტაქტილური რუკა, მიმართულების მანიშნებელი სადგამები და ოთახის დასახელებები ბრაილის წარწერით, დაიდგა სპეციალური მაგიდები საკონსულტაციო სივრცეში, განთავსდა მანიშნებლები შენობაში არსებულ კიბეებსა და მინებზე. დოკუმენტის წაკითხვა იუსტიციის სახლში მოსულ უსინათლო და მცირემხედველ პირს ბრაილის პრინტერის გამოყენებით შეუძლია.

ადაპტირდა იუსტიციის სახლის ვებ-გვერდი უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის ხმოვანი, ზრდადი და კონტრასტული ფუნქციების დამატებით.

იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში განთავსებულია ეტლები და მოწყობილია პანდუსები, საპირფარეშოები, შენობის შიდა და გარე ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული ეტლით მოსარგებლე პირების თავისუფლად გადაადგილებისთვის.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა