logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
47 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოებში სათამაშო მოედნები და პანდუსები მოეწყობა
47 საბავშვო ბაგა-ბაღის ეზოებში სათამაშო მოედნები და პანდუსები მოეწყობა
13:20 20.03.2019
თბილისის 47 საბავშვო ბაგა-ბაღის გარე-პერიმეტრზე სხვადასხვა სახის კეთილმოწყობის პროექტების განხორციელება იწყება.
საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ დედაქალაქში მდებარე ყველა ბაღის ეზოებში არსებული მდგომარეობა აღწერა, შესაბამისი პროექტები დაგეგმა და გამოაცხადა ტენდერი მომსახურების შესყიდვაზე. პროექტები ითვალისწინებს ეზოებში არსებული ინფრასტრუქტურის განახლებას და საბავშვო-გასართოები მოედნების მოწყობას, ასევე, 21 საბავშვო ბაღში, სადაც აქამდე არ განხორციელებულა შშმ პირთათვის გათვალისწინებული მინიმალური ადაპტირების პროექტი, მოეწყობა პანდუსები, მათგან სამ ბაღში დამონტაჟდება ამწე პანდუსი.

"თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მუდმივად ახორციელებს ბაგა-ბაღების მონიტორინგს და აღნუსხავს ყველა იმ პრობლემას, რაც თითოეული ბაღისთვის პრიორიტეტულია და სწორედ, ამ მონაცემების მიხედვით, ჩვენ ვგეგმავთ სხვადასხვა პროექტებს. მნიშვნელოვანია, როდესაც უსაფრთხოება უზრუნველყოფილია შენობის შიგნით და ამ კუთხითაც არა ერთი პროექტი გვაქვს დაგეგმილი, თუმცა ასევე აუცილებელია, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ შენობების ადაპტირება და ეზოების კეთილმოწყობა, სადაც ჩვენი პატარები დღის გარკვეულ ნაწილს ატარებენ. ორმოცდაშვიდ ბაგა-ბაღში განსახორციელებელ პროექტებზე ჩვენ უკვე გამოვაცხადეთ ტენდერები და გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, დაიწყება კონკრეტული სამუშაოები," - განმარტავს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე.

ეზოების კეთილმოწყობის პროექტები განხორციელდება: N216, N40, N91, N92, N23, N24, N22, N46, N5, N119, N34, N9, N90, N95, N123, N205, N181, N51, N150, N152, N182, ნ45, N115, N7, N16, N18, N121, N76, N65, N86, N208, N39, N42, N87, N94, N107, N151, N153, N166, N185, N190, N196, N210, დიდი ლილოს, ნასაგურის, პატარა ლილოსა და ტაბახმელას ბაგა-ბაღებში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა