logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პარლამენტში მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს ფინალისტს, ვლადიმერ აფხაზავასა და ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს
პარლამენტში მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს ფინალისტს, ვლადიმერ აფხაზავასა და ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლეს
09:54 20.03.2019
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა მასწავლებელთა მსოფლიო ჯილდოს ქართველ ფინალისტს , ვლადიმერ აფხაზავასა და სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებს უმასპინძლა.

სტუმრებს კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, კომიტეტის წევრები გენადი მარგველაშვილი, გუგული მაღრაძე, ნინო წილოსანი და გივი ჭიჭინაძე მიესალმნენ.

როგორც მარიამ ჯაშმა აღნიშნა ვლადიმერ აფხაზავას გამარჯვება არის ისტორიული წარმატება, რომლითაც ახალი ფურცელი გადაიშალა ქართველი მასწავლებლებისთვის.

"ეს არის მაგალითი, თუ რამდენად დიდი აღიარება შეიძლება ჰქონდეს პედაგოგს, რომელიც მაქსიმალურ ენერგიას დებს თავის საქმეში და არა მხოლოდ პედაგოგიკით, არამედ ჰუმანიზმით, სიყვარულით გაძლევთ საშუალებას მოსწავლეებს, რომ იყოთ ძალიან წარმატებულები ცხოვრებაში. ჰუმანიზმი და პროფესიონალიზმი არის ის ორი უმთავრესი რამ, რაც არა მარტო წარმატებას მოგიტანთ, არამედ ძალიან კარგ ადამიანებად გაქცევთ", - მიმართა მარიამ ჯაშმა მოსწავლეებს. კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ის სოფელ ჩიბათის სკოლის მონახულებას გეგმავს. მისი თქმით, ვლადიმერ აფხაზავა არა მხოლოდ ამ კონკრეტული სკოლის, არამედ ქართული პედაგოგიკის წარმატების სიმბოლო გახდა.

ვლადიმერ აფხაზავასა და მის მოსწავლეებს მიესალმა ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი.

მისი თქმით, მოსწავლეებში არსებული უზარმაზარი რესურსების დანახვა, აღმოჩენა და სწორად მიმართვა-გამოყენება შეძლო ვლადიმერ აფხაზავამ, რაც მისივე შეფასებით, მასწავლებლის ყველაზე დიდი მიღწევა და ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა. "ადამიანს, რომელიც ძალიან მოინდომებს, აუცილებლად გამოუვა ნებისმიერი დაწყებული საქმე. ლადო არის ამის საუკეთესო მაგალითი. მას გამოუვიდა თავისი მოსწავლეების წარმატება საოჯახო ტიპის სახლში, სადაც ბავშვები არაჩვეულებრივ ნაკეთობებზე მუშაობენ და ძალიან სწორად ვითარდებიან. ლადოს გამოუვიდა იმ მიზნის მიღწევა, რომელიც დაისახა. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე ასეთი წარმატებით ივლის. ეს არის მოტივაცია ყველა მასწავლებლისთვის, მაგალითი თითოეული ჩვენგანისთვის, თუ როგორ უნდა ემსახურო საკუთარ საქმეს", - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ვლადიმერ აფხაზავამ მადლობა გადაუხადა კომიტეტის თავმჯდომარეს, მარიამ ჯაშს, კომიტეტის წევრებს, ასევე კოალიციის "განათლება ყველასთვის – საქართველო" გამგეობის თავმჯდომარეს, ირინა ხანთაძეს, მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ქართველ ფინალისტთა ათეულის წარმომადგენლებს, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის დირექტორს, მამუკა იმნაიშვილსა და მოსწავლეებს.

"ეს კონკურსი ხელს უწყობს პროფესიის პოპულარიზაციას და დღეს მე მიხარია, რომ ჩემ გვერდით არიან მოსწავლეები, რომლებმაც მომავალ პროფესიებად მასწავლებლობა აირჩიეს", - განაცხადა ვლადიმერ აფხაზავამ.

მან ისაუბრა სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობისა და ცალკეული მოსწავლეების მიერ შემუშავებულ და წარმატებით განხორციელებულ პროექტებზე.

მარიამ ჯაშმა ფინალისტ პედაგოგს პარლამენტის სახელით ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავის შესაბამისი სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა