logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
პრეზიდენტი ქვემო ქართლის რეგიონში ქართული ენის სწავლების საკითხით დაინტერესდა
პრეზიდენტი ქვემო ქართლის რეგიონში ქართული ენის სწავლების საკითხით დაინტერესდა
15:16 19.03.2019
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულში, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონულ ცენტრს და თამარისის საჯარო სკოლას ეწვია და სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა სკოლის მოსწავლეებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის რეგიონს განვითარების უდიდესი პოტენციალი გააჩნია და ამ პოტენციალს ათვისება სჭირდება, როგორც ტურისტული და ეკონომიკური, ასევე კულტურული და ტურისტული განვითარების მიმართულებით. პრეზიდენტის განცხადებით, ისეთ მრავალეთნიკურ რეგიონში, როგორც ქვემო ქართლია, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ენის სწავლების გაძლიერება და ხელშეწყობა, რათა ეთნიკურმა უმცირესობებმა სწრაფად შეძლონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრაცია.

,,ის, რომ რეგიონში ერთად სწავლობენ და ცხოვრობენ ქართველები, აზერბაიჯანული და სომხური წარმოშობის ბავშვები ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანაში არსებობს მშვიდობა, ერთმანეთის გაგება, პატივისცემა და ტოლერანტობა, რომელიც კავკასიის საერთო ფასეულობაა. დღეს ძალიან მნიშვნელოვანია ტოლერანტობის, როგორც ფასეულობის შენარჩუნება, რადგან დღევანდელ მსოფლიოში ეს ყველაზე დიდი გამოწვევაა.

ის, რომ ჩვენთან, ამ პატარა ქვეყანაში შენარჩუნებულია მშვიდობა და სიყვარული, ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ძალაა", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, კარგი იქნება, თუ იუნესკო ქართულ ტოლერანტობას, როგორც კავკასიის საერთო ღირებულებას, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანს.

"ამ მიმართულებით მიდის მუშაობა და ტოლერანტობის ნათელი მაგალითი ხართ თქვენ, რეგიონის მოსახლეობა თავიანთი ცხოვრების წესით, რომელიც მისაბაძი მაგალითია მსოფლიო საზოგადოებისათვის", - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა მარნეულში, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლაში, ყურადღება გაამახვილა ქართული ენის სწავლების გაძლიერების შესაძლებლობებზე და ამ მიმართულებით მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

"ამ ეტაპისათვის, სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის რეგიონული ცენტრი მარნეულის მუნიციპალიტეტში ქართულ ენას, სახელმწიფოს დაფინანსებით, 250 მსმენელს ასწავლის. სოფლების მოსახლეობისათვის კი, რომლებსაც მარნეულში ჩასვლა არ შეუძლიათ, სკოლის მასწავლებლების მობილური ჯგუფები ადგილზე ატარებენ გაკვეთილებს. სკოლა ქართული ენის სწავლების მიმართულებით ქვემო ქართლში 2011 წლიდან მუშაობს და ქართული ენის სწავლებას აუდიოგაკვეთილებითაც ახორციელებს", - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა