logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
თავისუფალი პროფკავშირები „სოლიდარობა 2“ დეკემბერში დაფუძნდება
თავისუფალი პროფკავშირები „სოლიდარობა 2“ დეკემბერში დაფუძნდება
12:30 06.08.2012
საქართველოს თავისუფალი პროფკავშირები „სოლიდარობა 2“ მიმდინარე წლის რვა დეკემბერს დაფუძნდება. ამის შესახებ დღეს, სასტუმრო „ამბასადორში“ თავისუფალი პროფკავშირების დამფუძვნებელთა საბჭოს კონფერენციაზე აღინიშნა.
კონფერენციის მონაწილეებმა დამფუძნებელთა საბჭოს თავმჯდომარედ თავისუფალი პროფკავშირების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი ემზარ ბეჟაშვილი აირჩიეს.
როგორც ბეჟაშვილმა განაცხადა, დღევანდელი კონფერენციის მიზანი მთავრობისგან დამოუკიდებელი ალტერნატიული პროფკავშირის შექმნაა, რადგან, მისივე განცხადებით, დღეს მოქმედი ერთადერთი პროფკავშირი, რომელიც ხელისუფლების ნების განმახორციელებელ ორგანოს წარმოადგენს, მოქალაქეთა პროფესიულ უფლებებსა და ინტერესებს არ იცავს.
„ყველა დაინტერესებულ პირს მოგიწოდებთ 8 დეკემბერს საქართველოს თავისუფალი პროფკავშირების „სოლიდარობა 2“-ის დამფუძვნებელი ყრილობა ერთად ჩავატაროთ და ჩვენი შრომითი და პროფესიული უფლებების დასაცავად ერთად ვიბრძოლოთ“-აღნიშნეს კონფერენციის მონაწილეებმა.
თავისუფალი პროფკავშირების შექმნის ერთ-ერთი ინიციატორის ალექსანდრე შალამბერიძის თქმით, ალტერნატიული პროფკავშირი მთავრობის დიქტატისგან თავისუფალი იქნება.
„მასში გაწევრიანებული ადამიანები ჩვენთან ერთად იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში რეალური პროფკავშირი არსებობდეს. მოქალაქეთა პროფესიული დაცვა რეალურად მოხდეს და არა ისე, როგორც ამას სააკაშვილის ხელისუფლება აკეთებს“-განაცხადა მან.
მისი თქმით, თავისუფალი პროფკავშირების შექმნა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან, მისივე თქმით, ის, რაც დღემდე ხდება, საბჭოთა კავშირში და ფაშისტურ გერმანიაში არსებული პროფკავშირის გაგრძელებაა.
„სოლიდარობა 2-ის“ დამფუძნებელი საბჭოს წევრები „საქართველოს პედაგოგთა და მშობელთა ასოციაციის“, „რკინიგზელთა თავისუფალი კავშირის“, „თავისუფალ მოვაჭრეთა კავშირის“, „თავისუფალ ტრანსპორტელთა კავშირისა“ და სხვა ასოცაციების წარმომადგენლები არიან.

ფოტო გალერეა
ფოტო მასალის ნახვა შესაძლებელია მხოლოდ ავტორიზებული მომხმარებლისთვის
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა