შუახევში მომხდარ ავტოავარიას 4 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა.
„ჯიპის“ ტიპის ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან
გადავიდა და 50 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.
შემთხვევის დროს ავტომანქანაში 7 ადამიანი იმყოფებოდა.
დაშავებულები ამ დროისთვის ბათუმისა და შუახევის საავადმყოფოებში იმყოფებიან. მათ შორისაა 15 წლის მოზარდი, რომელსაც სასწრაფო ოპერაცია გაუკეთდა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

















