logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობასთან საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს
საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობასთან საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს
13:26 16.03.2019
საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობის შემოთავაზებას იღებს და საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს. ამ მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, მედეა მეტრეველი ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთში, ქალაქ პარიზში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძემ და მედეა მეტრეველმა საქმიანი შეხვედრები გამართეს საფრანგეთის გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტთან, ვინსენ მონტანთან, ასოციაციის გენერალურ დირექტორთან, პიერ დუტიოლთან, ასევე ფრანგული ინსტიტუტის პრეზიდენტთან პიერ ბულერთან და ფრანგული ინსტიტუტის ფრანგული ენის, წიგნისა და ცოდნის დეპარტამენტის დირექტორთან ჯუდით როუზთან. შეხვედრებს საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული საფრანგეთის რესპუბლიკაში, თეონა გიუაშვილი და საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი, პაატა მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

საქმიანი შეხვედრების დროს საუბარი შეეხო შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის საკითხებს, პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ეროვნული სტენდით, ასევე, საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მონაწილების შესახებ. საფრანგეთის გამომცემელთა ასოციაციის წარმომადგენლების თქმით, საქართველოს საკმარისი დრო აქვს იმისთვის, რომ მოხდეს ფრანგულ ენაზე ქართველი ავტორების წიგნების თარგმნა და მათი წარდგენა პარიზის წიგნის ბაზრობაზე. ფრანგული ინსტიტუტის წარმომადგენლებმა კი მზადყოფნა გამოთქვეს დახმარება გაუწიონ ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს მოსამზადებელი სამუშაოების წარმოებაში.

პარიზის წიგნის ბაზრობის ფორმატი ფრანკფურტისგან განსხვავებულია. საპატიო სტუმარი ქვეყნის ფორმატის პარალელურად, ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილია საპატიო ქალქი. საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონს სტუმრობენ ფრანგი მაღალჩინოსნები, გამომცემლები და სხვა დაინტერესებული პირები.

პარიზის წიგნის ბაზრობა 1981 წლიდან ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და საფრანგეთის ლიტერატურული ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიძებაა. ბაზრობაზე 1 200-მდე სხვადასხვა ქვეყნის გამომცემელი და 4 000-მდე მწერალი მონაწილეობს. ბაზრობა განთავსებულია 55 000 კვ. მ. საგამოფენო სივრცეში და წარმოდგენილია 500-მდე სტენდი. ბაზრობას ოთხი დღის განმავლობაში 165 000 დამთვალიერებელი სტუმრობს.

პარიზში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი მედეა მეტრეველი პარიზის წიგნის ბაზრობის გახსნასაც დაესწრნენ. ღონისძიება საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ედუარდ ფილიპმა და საფრანგეთის კულტურისა და კომუნიკაციების მინისტრმა ფრანკ რესტერმა გახსნეს.

საქართველომ პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის სტატუსით წარდგენის შეთავაზება, 2018 წელს, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე განხირციელებული წარმატებული პროექტის ფარგლებში მიიღო. პარიზის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს მონაწილეობა გაზრდის ქართველი ავტორებისა და გამომცემლების ცნობადობას ფრანგულ ლიტერატურულ სივრცეში.

რესპონდენტები:

1.მიხეილ გიორგაძე - საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე;
2.მედეა მეტრეველი - ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი;
3.პიერ დუტიოლი - საფრანგეთის გამომცემელთა ასოციაციის გენერალური დირექტორი:

„პირველ რიგში ეს იყო ძალიან საინტერესო და სასიამოვნო შეხვედრა. პირველად გვქონდა შესაძლებლობა საქართველოს მთავრობის წევრებს შევხვედროდით. უკეთ გავიცანით ერთმანეთი. ჩვენ განვიხილავთ შესაძლებლობას, რომ საქართველო იყოს პარიზის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყანა უახლოეს რამდნეიმე წელიწადში, მაგალითად 2022 წელს. ამისთვის ძალიან ბევრი სამუშაო გვაქვს გასაწევი, თუმცა ეს იქნება დიდი შესაძლებლობა ფრანგი ხალხისთვის, აღმოაჩინონ საქართველო. პირადად მე არ ვიცნობ თქვენ ქვეყანას და იმედი მაქვს მალე გავიცნობ. შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. იმედი გვაქვს უახლოეს პერიოდში გადაიდგმება პირველი ნაბიჯები და ითარგმნება ქართველი ავტორების წიგნები ფრანგულად და ასევე დამყარდება ურთიერთობები შესაბამის უწყებებთან...“

4.პიერ ბულერთან - ფრანგული ინსტიტუტის პრეზიდენტი:

„ფრანგულმა ინსტიტუტმა მინისტრის მოადგილეს უმასპინძლა და სასიამოვნო შეხვედრა შედგა. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს, როგორც პარიზის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნის კანდიდატურის შესახებ, უახლოეს წლებში. ჩვენ მივეცით რჩევა, თუ როგორ უნდა მოხდეს განაცხადის გაკეთება. მზად ვართ მაქსიმალური დახმარება აღმოვუჩინოთ და მივცეთ რჩევები თქვენს ქვეყანას ამ მიმართულებით. დაგეხმარებით ამ სფეროში შესაბამისი კონტაქტების დამყარებაში, რათა მიაღწიოთ თქვენ მიზანს. საფრანგეთისა და საქართველოს წიგნის ცენტრებს, ამ მიმართულებით მჭიდრო ურთიერთობა ექნებათ“.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა