"ბუნებრივი რესურსების სააგენტომ" ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია დღეს აუქციონზე გაყიდა.
აუქციონზე გამოტანილი 27-წლიანი ლიცენზია უცხოური კაპიტალით დაფუძნებულმა კომპანია "მაინინგ ინვესთმენთსმა" 110,5 მლნ ლარად შეიძინა.
ლიცენზია 2014 წლის 15 აპრილიდან ამოქმედდება. ჯერჯერობით, აღნიშნულ საბადოებზე სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის უფლებას კომპანია "მადნეული" ფლობს. აუქციონის პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებულია ბოლნისში, მადნეულის საბადოზე არსებული მარაგები ლიცენზიის ამოქმედებიდან 24 თვის ვადაში, ხოლო საყდრისის საბადოზე - 48 თვის განმავლობაში დაითვალოს.

















