logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ლევან დავითაშვილმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული ღვინის კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ლევან დავითაშვილმა ტოკიოში გამართულ პრესკონფერენციაზე ქართული ღვინის კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა
12:40 16.03.2019
მსოფლიოში უმსხვილესი კომპანიის „Sony music communication“ და კომპანია „TOPPAN“-ის პარტნიორობით, ქალაქ ტოკიოში პროექტის „საქართველო - ღვინის სამშობლო“ მეორე გამოფენა გაიხსნა, რომელიც 7 მაისამდე გაგრძელდება.

ქართული ღვინის ისტორიისადმი მიძღვნილი ექსპოზიციის გახსნამდე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი იაპონელ ჟურნალისტებს ქართული ღვინის კულტურის მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს პოზიციონირება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის საერთაშორისო იმიჯისა და პოპულარიზაციისთვის, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის კიდევ უფრო გაზრდას.

პროექტი პირველად 2017 წელს, საფრანგეთში, ღვინის მსოფლიო დედაქალაქში, ბორდოში გაიმართა და მეცნიერულ კვლევას მიეძღვნა, რომლის შედეგადაც სამეცნიერო საზოგადოებამ „საქართველო ღვინის სამშობლოდ“ აღიარა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა თვისებებით გამოირჩევა ქართული ღვინო, მინისტრმა ქართული ღვინის დაყენების განსაკუთრებულ მეთოდზე და განსხვავებული ყურძნის ჯიშებით ღვინის დაყენების ტექნოლოგიაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ 500-ზე მეტი ქართული ადგილობრივი ყურძნის ჯიშია გავრცელებული საქართველოში, რომელიც აგრობიომრავალფეროვნებით ყველაზე გამორჩეული ქვეყანაა, რაც ქართული ღვინის წარმატების ფორმულაა.

სამინისტროს ცნობით, პრესკონფერენციას იაპონიის წამყვანი მედიასაშუალებები ესწრებოდნენ. პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ლევან დავითაშვილმა იაპონელი ჟურნალისტები გამოფენის გახსნაზე მიიწვია.

გამოფენის საზეიმო გახსნას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე და საქართველოსა და იაპონიის მთავრობის წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის „საქპატენტი“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინოს“ ორგანიზებით ხორციელდება.

ექსპოზიცია აერთიანებს უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომლის კონცეფციაც დაფუძნებულია ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენაზე. გამოფენის სტუმრებს შესაძლებლობა მიეცემათ ინტერაქციის დახმარებით იმოგზაურონ უძველესი ღვინის სამშობლოში, რის საშუალებასაც სწორედ „Warpqsuare“ ტექნოლოგია იძლევა.

პროექტის ფარგლებში, 7 მაისამდე არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა