logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
კახა კალაძე: გენერალურ გეგმას დაეფუძნება ქალაქის სწორი განვითარება და ჩვენ სამომავლოდ აღარ დავუშვებთ შეცდომებს
კახა კალაძე: გენერალურ გეგმას დაეფუძნება ქალაქის სწორი განვითარება და ჩვენ სამომავლოდ აღარ დავუშვებთ შეცდომებს
10:29 16.03.2019
თბილისის მერმა დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმა კიდევ ერთხელ შეაფასა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში კახა კალაძემ გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა „სითი ინსტიტუტს“, თბილისის საკრებულოს წევრებს, საერთაშორისო და ადგილობრივ ექსპერტებს, ასევე, მერიის იმ თანამშრომლებს, რომლებიც ჩართულები იყვნენ გენერალური გეგმის შემუშავებაში.

„ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია იმ თვალსაზრისით, რომ მას დაეფუძნება ქალაქის განვითარება. რაც მთავარია, სწორი განვითარება, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ ის, რაც ხდებოდა წლების განმავლობაში დედაქალაქში. ვფიქრობ, არავის სიამოვნებს და არ მოსწონს ის შედეგი, რაც მივიღეთ და რაც ხდება ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით თბილისში. ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას და იმ შედეგს, რაც წლების განმავლობაში მივიღეთ, გამოვასწორებთ, თუმცა სამომავლოდ, ჩვენ აღარ დავუშვებთ შეცდომებს“, - განაცადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ოპოზიციის მიერ გაკეთებულ განცხადებებსაც გამოეხმაურა.

„საუბარი, რასაც დღეს ვისმენდით ოპოზიციური პარტიების მხრიდან, თითქოს ბოტანიკურ ბაღში 14 000 კვადრატულ მეტრ ტერიტორიას ზონა ეცვლებოდა, ამაზე გაკეთდა არაერთი განცხადება ჩვენი მხრიდან, რომ ყოფილა გარკვეული ტექნიკური ხარვეზი და სიმართლეს ნამდვილად არ შეესაბამებოდა ის, რომ მომავალში ეს ტერიტორია სამშენებლოდ იქნებოდა გამოყენებული. დღეს ყველას დავუმტკიცეთ და ვაჩვენეთ, რომ ეს იყო არასწორი ინფორმაცია. ასევე, მიდიოდა მანიპულაციები იმაზე, რომ რეკრეაციული ზონები შემცირდა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ პირდაპირი ჩართვის ფორმატში აჩვენა მოსახლეობას მონაცემები, რომლითაც დგინდება, რომ 2009 წლის გენერალური გეგმით დამტკიცებული სატყეო ზონა, რომელიც პრაქტიკულად გამქრალი იყო და მხოლოდ 2 პროცენტს წარმოადგენდა, განახლებული გენერალური გეგმის ბოლო ვერსიით გაიზარდა 47%-მდე, სარეკრეაციო ზონა გაიზარდა 46%-მდე, ასევე შეიცვალა სტატუსი ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონამ და განისაზღვრა 6 პროცენტით. მათივე განმარტებით, ლანდშაფტური ტერიტორიის ნაწილის სტატუსი კიდევ უფრო გამკაცრდა და სატყეოში გადაინაცვლა.

თბილისის მერმა ასევე, განმარტა კ2 კოეფიციენტის გაცემის საკითხი და წარმოდგენილი სტატისტიკით მოსახლეობას აჩვენა, რომ 2018 წელს მხოლოდ 63 სპეციალური ზონალური შეთანხმებაა გაცემული პარამეტრის მატების კუთხით, რაც გაცილებით ცოტაა, ვიდრე წინა წლებში მიღებული შეთანხმებები.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა