საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ეუთო-ს წარმომადგენელმა, რუდოლფ მიხალკამ აფხაზებისგან
გამოგზავნილი ღვინო გადასცა.
ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელით ავრცელებს.
„ამ საჩუქრებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაშინ, როდესაც თითქმის ყველა კონტაქტი კონფლიქტის ზონასთან გაყინულია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „თვითერის“ გვერდზე.

















