საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი, კომპანია Cambridge Energy Research Associates-ის მიერ განხორციელებული უმსხვილესი
ენერგეტიკული კონფერენციის, CERAWeek-ის ფარგლებში გამართულ მინისტერიალს დამკვირვებლის სტატუსით დაესწრო.
2018 წელს აშშ-ის ენერგეტიკის მდივანმა, რიკ პერიმ, სამი ზღვის სამიტის ფარგლებში ბუქარესტში გააჟღერა აშშ-ის ახალი ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სამი ზღვის ინიციატივის თემების გაფართოების მიზნით პარალელურად ახალი პლატფორმის შექმნასა და ენერგეტიკულ საკითხებზე სხვადასხვა ქვეყანასთან თანამშრომლობის გაზრდას.
აღნიშნული ინიციატივა, რომელსაც ტრანსატლანტიკური ენერგოთანამშრომლობის პარტნიორობა (The Partnership for Transatlantic Energy Cooperation (P-TEC) დაერქვა , პირველ ეტაპზე მოიაზრებს სამი ზღვის ინიციატივის ქვეყნების გაწევრიანებასა და აქტიურ მონაწილეობას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისა და შავი ზღვის ქვეყნების მონაწილეობას დამკვირვებლის სტატუსის ფარგლებში.
P-TEC-ის გაზრდისა და გაფართოების შემდგომ ეტაპზე მოიაზრება იმ ქვეყნების გაწევრიანება, რომლებიც არ არიან სამი ზღვის ინიციატივის წევრები, მაგრამ არიან ევროკავშირთან გაწევრიანების ასპირანტები, მათ შორის, საქართველოსიც.
კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი ენერგეტიკული კვირეული ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჰიუსტონში 11-15 მარტს იმართება.

















