logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მარნეულში მწვანე ნარჩენების შეგროვებისა და რეციკლირების პილოტური პროექტი იწყება
მარნეულში მწვანე ნარჩენების შეგროვებისა და რეციკლირების პილოტური პროექტი იწყება
15:32 15.03.2019

მარნეულში ევროკავშირის მიერ მომზადებული და მხარდაჭერილი პროექტი იწყება, რომელიც მწვანე ნარჩენების შეგროვებასა და გადამუშავებას დაარეგულირებს.


პროექტში ჩართულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მარნეულის ადგილობრივი ხელისუფლება და კომპოსტირების საწარმო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავს ქვეყანაში მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ხელშეწყობას, ასევე, იმ მწვანე ნარჩენების ეფექტიან გამოყენებას, რომლებიც რეგიონულ ნაგავსაყრელებზე ხვდება და მათი მოცულობის დაახლოებით 50%-ს იკავებს.

პილოტური პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ხატია წილოსანი, ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ზაურ დარგალი, მარნეულის მერი ზაურ ტაბატაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

"ჩვენ ძალიან მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მსგავსი ტიპის ინიციატივების მხარდაჭერა, ვინაიდან ეს არის კარგი შესაძლებლობა, მარნეულის მუნიციპალიტეტში საწარმოს მიერ მიღწეული შედეგები სხვადასხვა რეგიონში დაინერგოს. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია ნარჩენების სწორი მართვა, დამუშავება და მისი ხელახალი დაბრუნება ბუნებაში", - განაცხადა ხატია წილოსანმა.

"ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია გარემოსდაცვითი და ჯანდაცვის საკითხებში, რომლის მნიშვნელოვან შემადგენელს ნარჩენების მართვა წარმოადგენს. მოხარულები ვართ, რომ შეგვიძლია საკუთარი გამოცდილება საქართველოს გავუზიაროთ. ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ამ პილოტური პროექტის საშუალებით ჩვენ ვამტკიცებთ, რომ საქართველოში არსებობს ნარჩენების უკეთესად მართვის და მწვანე ნარჩენების სასარგებლო კომპოსტად გადაქცევის შესაძლებლობები", - აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

პილოტური პროექტის პრეზენტაციის ფარგლებში დიდი ზომის კონტეინერები დაიდგა საცხოვრებელ უბნებსა და რამდენიმე საბავშვო ბაღში, ხოლო მცირე ზომის სამზარეულოს კონტეინერები დარიგდა სამიზნე ოჯახებსა და შერჩეულ საბავშვო ბაღებში.

გარდა ამისა, გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა მოსარგებლე მხარეებთან, რომლის დროსაც ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტებმა მწვანე ნარჩენების შეგროვების მიზანი და მეთოდი განმარტეს.



 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა