logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მაია ბითაძე: ბოტანიკურ ბაღს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ნებისმიერი ტიპის მშენებლობას ან გასხვისებას კატეგორიულად გამორიცხავს
მაია ბითაძე: ბოტანიკურ ბაღს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ნებისმიერი ტიპის მშენებლობას ან გასხვისებას კატეგორიულად გამორიცხავს
20:48 14.03.2019
თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე მტკნარ სიცრუეს უწოდებს კონკრეტული მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ბოტანიკურ ბაღში გარკვეულ ტერიტორიას ზონალური სტატუსი ეცვლება და იქ შესაძლებელი იქნება მშენებლობის განხორციელება.

თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ბოტანიკურ ბაღს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, რაც მის გასხვისებას და ლანდშაფტური განაშენიანების გარდა, ნებისმიერი სხვა ტიპის მშენებლობის კატეგორიულად გამორიცხავს.

„ბოტანიკური ბაღის გარშემო გავრცელებული ინფორმაცია არის სრული აბსურდი. კანონმდებლობაში კარგად უნდა გაერკვეს ნებისმიერი ადამიანი, ვინც მსგავს სიცრუეს და აბსურდს ავრცელებს. ბოტანიკურ ბაღს აქვს ძალიან მაღალი სტატუსი - ის არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რაც გამორიცხავს მის გასხვისებას და გარდა ლანდშაფტურისა, იქ რაიმე სხვა ტიპის საქმიანობის განხორციელებას. ეს არის უნიკალური ტერიტორია, რომლის მსგავსიც თბილისში არ არსებობს თავისი იურიდიული სტატუსით. შესაბამისად, სრულიად გაუგონარია, რომ ეს ტერიტორია და ამ ტერიტორიის ფუნქციური ზონირება დავუკავშიროთ ნებისმიერ სხვა საკითხს. ბაღში არსებულ ტერიტორიას სტატუსი არ ეცვლება. შესაბამისად, ნებისმიერი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია ბაღის ტერიტორიაზე მშენებლობის განხორციელებასთან, არის მტკნარი სიცრუე. სავარაუდოდ, ეს გამოწვეულია იმით, რომ ოპოზიციამ ვერანაირი ნაკლი ვერ უპოვა გენერალურ გეგმას და გადავიდნენ ტყუილების რეჟიმში, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან კომისიის სხდომაზე მათ, პრაქტიკულად, ძალიან მოიწონეს ახალი გენერალური გეგმა, რომელიც ჩვენ მიერ იქნა წარდგენილი“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
რაც შეეხება ბოტანიკურ ბაღში მიმდინარე ლანდშაფტურ განაშენიანებას, მაია ბითაძის განცხადებით, მსგავსი ღონისძიებები ყოველ წელს ხორციელდება და ის ბოტანიკური ბაღის განვითარებას ემსახურება.

„ლანდშაფტური განაშენიანება ბოტანიკურ ბაღში ყოველ წელს მიმდინარეობს ბიუჯეტის ასიგნებების ფარგლებში. მიმდინარე წელსაც ჩვენ ადმინისტრაციული შენობების მთლიანი რეაბილიტაცია გვაქვს დაგეგმილი. ამასთან, როგორც ცნობილია, ჩვენ ბოტანიკურ ბაღს მივუერთეთ დამატებით 17 ჰა ტერიტორია, სადაც ველობილიკის მოწყობა იგეგმება“, - განაცხადა მერის მოადგილემ.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა