წყნეთის გზატკეცილზე, დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე
, 15 მარტიდან დაავადებული და ხმობადი ფიჭვების სანიტარიული ჭრა დაიწყება.
ამ ტერიტორიაზე მოსაჭრელი ხეების რაოდენობა დაახლოებით 500 ძირს შეადგენს. წყნეთის გზატკეცილის მიმდებარე ფერდობებზე ჯამში 3575 ზეხმელი და ხმობადი ხე-მცენარე მოიჭრება.
დედაქალაქის მასშტაბით 20 000-ზე მეტი დაავადებული და ხმობადი ხე-მცენარის მოჭრა იგეგმება. აღნიშნული ხეები მოჭრამდე, სპეციალური ლაბორატორიული კვლევების საფუძველზე აღიწერა.
სანიტარიული ჭრების გადაწყვეტილება უცხოელი ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ეყრდნობა, რომლის მიხედვითაც ფიჭვებზე გავრცელებულია თომიცუს Dესტრუენს-ის სახეობის მავნებელი მწერი.
ამ ტიპის კვლევა თბილისის ტერიტორიაზე გავრცელებული ხე-მცენარეების თაობაზე პირველად ჩატარდა. დასკვნის მიხედვით, აუცილებელია მასშტაბური სანიტარული ჭრების ჩატარება დედაქალაქსა და მის შემოგარენში, ასევე, ამის პარალელურად, განხორციელდება სხვა ფიტოსანიტარიული ღონისძიებები.

















