logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ავლაბარში, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
ავლაბარში, მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
16:41 14.03.2019
ავლაბარში, ეკატერინე მელიქიშვილის (ყოფილი თეოდორე აფანასიევის) ქუჩის სრული რეაბილიტაცია სრულდება. საგზაო სამუშაოების ბოლო ეტაპს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო.

თბილისის მერი მოადგილეებთან ერთად, ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. კახა კალაძე ადგილობრივებს პარალელურ ქუჩებზე საგზაო ინფრასტრუქტურისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას დაჰპირდა.

თბილისის მერის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურა, წლების განმავლობაში, უმძიმეს მდგომარეობაში იყო და ტრანსპორტით გადაადგილება პრობლემას წარმოადგენდა.

"ისნის რაიონში მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პრობლემის მოგვარების თხოვნით, გამგეობაში თუ პირადად ჩემს სახელზე, მოსახლეობისგან არაერთი წერილი იყო შემოსული. ჩვენ აქ არსებული მდგომარეობა გავითვალისწინეთ და დღეს უკვე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც, მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეიცვალა, დასრულების ეტაპზეა. ძალიან მიხარია, რომ პირველ რიგში, ადგილობრივი მოსახლეობაა კმაყოფილი, რადგან აქ, ტრანსპორტიც არ გადაადგილდებოდა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მზადყოფნაა, რომ მსგავსი პრობლემები ყველა უბანში მოწესრიგდეს", - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

პროექტის ფარგლებში, 2905 კვ.მ ფართობზე მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციები მთლიანად შეიცვალა. კერძოდ, მოეწყო წყალმომარაგების ახალი ქსელი, მოძველებულ და დაზიანებულ წყალარინების სისტემას კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა. სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობის ხელშეწყობით, კომპანია "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა" განახორციელა.

პროექტის მეორე ეტაპზე, ისნის რაიონის გამგეობის მიერ, 571 კვ.მ ფართობზე ბორდიური და ტროტუარი მოეწყო, ხოლო 2219 კვ.მ გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. ასევე, მოწესრიგდა და მოასფალტდა საცხოვრებელი სახლების ეზოების შესასვლელები, რომელიც ჯამში, 114 კვ.მ ფართობს მოიცავს.

ეკატერინე მელიქიშვილის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები კომპანიამ "არსაკიძე 2000" შეასრულა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 157 303 ლარი დაიხარჯა.

საგზაო სამუშაოების დასკვნით ეტაპს კახა კალაძესთან ერთად, მერის მოადგილეები ილია ელოშვილი და ირაკლი ბენდელიანი, ისნის რაიონის გამგებელი კახა ლაბუჩიძე, ასევე, საკრებულოს დეპუტატი ბექა დავითულიანი გაეცნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა