ლონდონის ოლიმპიადაზე მოასპარეზე ქართველი მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი აზერბაიჯანელ ემილ აჰმადოვთან ბრძოლაში დამარცხდა.
74 კგ წონით კატეგორიაში, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 21 წლის ქართველმა სპორტსმენმა პირველ სეტში აზერბაიჯანელი მეტოქე 3:0 დაამარცხა , მეორე სეტში აჰმადოვმა სამი ქულა მოიპოვა, გადამწყვეტ პერიოდში კი ქართველმა მოჭიდავემ ბრძოლა 4:0-ით წააგო.
დათუნაშვილმა მანამდე სამხრეთკორეელი ჯინ-ჰიეოკ კიმი და ამერიკელი ბენჯამინ პროვისორი დამაჯერებელი ანგარიშით დაამარცხა.
აზერბაიჯანელი სპორტსმენი ნახევარფინალში სომეხ მოჭიდავეს დაუპირისპირდება. ემილ აჰმადოვის მოგების შემთხვევაში გაირკვევა გააგრძელებს თუ არა ოლიმპიადაზე ასპარეზობას ზურაბ დათუნაშვილი.

















