logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილმა და UNICEF წარმომადგენელმა განათლების რეფორმა განიხილეს
მიხეილ ბატიაშვილმა და UNICEF წარმომადგენელმა განათლების რეფორმა განიხილეს
11:01 13.03.2019
განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობისა და დაგეგმილი პროექტების განხილვის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს ღასან ხალილს შეხვდა.

ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა მინისტრს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ განათლების მიმართულებით მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები მნიშვნელოვანი გამოწვევაა ქვეყნისთვის და ხაზი გაუსვა გაეროს ბავშვთა ფონდის მზაობას კვლავ აქტიურად გააგრძელოს თანამშრომლობა სამინისტროსთან.

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ზოგადი განათლების სისტემის განვითარების მიზნით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდსა (UNICEF) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციას  (OECD) შორის არსებულ თანამშრომლობას ზოგადი განათლების სისტემის კომპლექსური და მრავალვექტორიანი შეფასების განხორციელებაზე. მიმდინარე წლის აპრილში დაგეგმილია ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ექპსერტთა მისიის ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც განხილული იქნება საქართველოში ზოგადი განათლების სისტემის შეფასების ანგარიშის საბოლოო ვერსია.

სხვა საკითხებთან ერთად შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლამდელი განათლების განვითარების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობის გაღრმავებას.

შეხვედრის ბოლოს, მინისტრმა საქართველოში იუნისეფის წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისათვის და თანამშრომლობისათვის, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი სხვადასხვა პროექტების საშუალებით ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ახორციელებს.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა