logo2
logo2
არქივი
« ოქტომბერი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 ლარი დაიხარჯება
ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებისთვის 250 000 ლარი დაიხარჯება
10:19 12.03.2019
ალგეთის ეროვნულ პარკში ახალი ეკოტურისტული ატრაქცია - თოკების პარკი მოეწყობა. ამის შესახებ, საგრანტო ხელშეკრულება ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში გაფორმდა, რომლის თანახმადაც ალგეთის ეროვნული პარკის ეკოტურისტული განვითარებისთვის 250 000 ლარი დაიხარჯება.

ხელშეკრულებას ხელი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძემ, ასოციაციის „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) თავმჯდომარე ივანე გრიგოლაშვილმა და საკონსულტაციო ჯგუფ „GFA”-ს წარმომადგენელმა რამაზ გოხელაშვილმა მოაწერეს.

„თოკების პარკი“ წარმოადგენს ეკო-საგანმანათლებლო ატრაქციას და გარემოში არსებულ შემეცნებით გასართობ ადგილს. ეკოტურისტული ობიექტი გათვლილი იქნება სხვადასხვა სეგმენტის ვიზიტორზე და განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება გარემოს დაცვის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. ასევე, ის ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას და მათი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

ადმინისტრაციაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, ალგეთის ეროვნული პარკის განვითარებასა და პოტენციალზე იმსჯელეს. ახალ ტურისტულ სეზონზე ვიზიტორები ახალაშენებული ვიზიტორთა ცენტრითა და კეთილმოწყობილი ეკოტურისტული ინფრასტრუქტურით სარგებლობას შეძლებენ.

პროექტის საერთო ღირებულება შეადგენს 250,000 ლარს, საიდანაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში RDFG-ის მხარდაჭერით მიმდინარე ENPARD პროექტის მიერ განსაზღვრული მიზნობრივი გრანტის ოდენობა წარმოადგენს 150,000 ლარს, ხოლო დარჩენილი 100,000 ლარის გამოყოფა განხორციელდება „კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამა - საქართველო“ პროექტის ფარგლებში.
ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) „პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის ფარგლებში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია ATA და ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა