logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
რადიო „ჰერეთის“ დაფუძნებელი რამაზ სამხარაძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ღია წერილით მიმართავს
რადიო „ჰერეთის“ დაფუძნებელი რამაზ სამხარაძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ღია წერილით მიმართავს
10:49 05.08.2012
რადიო „ჰერეთის“ დაფუძნებელი რამაზ სამხარაძე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას, საბჭოს წევრებს და საზოგადოებას ღია წერილით მიმართავს, რომელსაც „ნიუსპრესი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო კოლეგებო, პირველ რიგში მინდა საჯაროდ გამოვხატო ჩემი ღრმა პატივისცემა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის, როგორც ინსტიტუტის და ასევე თითოეული მისი წევრის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ 2011 წლიდან აღარ ვარ ქარტიის სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, კვლავ ვრჩები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის დამფუძნებლად და დიდ გულშემატკივრად.
თქვენთვის ცნობილია ისიც, რომ ჩემი კომპანიის - „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ ყველა ჟურნალისტი ეთიკის ქარტიის წევრია და იცავს ქარტიის პრინციპებს, ჟურნალისტურ ეთიკას და კოლეგიალურობას.
როგორც მოგეხსენებათ, „ჰერეთს“ მიმდინარე სასამართლო დავა აქვს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ. აღნიშნულ დავაზე სასამართლომ მესამე პირად ჩართო კომპანია „მედია ჰაუს დეკომი“ (რადიო „ცხელი შოკოლადი“), რომელიც ჩვენს კონკურენტ კომპანიას წარმოადგენდა 2011 წლის 30 სექტემბრის რადიოლიცენზიის კონკურსზე.
შეგახსენებთ, რომ კონკურსზე კომისიამ რადიომაუწყებლობის უფლება „მედია ჰაუს დეკომს“ მიანიჭა და კომისიის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას დღემდე სასამართლოს გზით ვასაჩივრებთ.
2012 წლის 3 აგვისტოს გამართულ სასამართლო სხდომაზე მესამე პირის, შპს „მედია ჰაუს დეკომის“ ადვოკატად წარდგა დავით კლდიაშვილი, რომელიც ამავდროულად გახლავთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მდივანი.
აქვე განვმარტავ, რომ სასამართლო პროცესზე იგი ადვოკატირების მინდობილობით იყო წარმოდგენილი და ახსნა-განმარტებებს იძლეოდა მოსამართლის წინაშე. არსებობს სხდომის აუდიო ოქმიც.
გასაგებია, რომ ბატონ კლდიაშვილს საკუთარი იურიდიული კომპანიაც აქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ იგი არ უნდა ჩართულიყო მხარედ ორ მედიაკომპანიას შორის სამართლებრივ დავაში.
რადგან დავით კლდიაშვილი ქარტიის საბჭოს მდივანია, ამიტომ მისი მონაწილეობა ორ კომპანიას შორის იურიდიულ დავაში შესაძლოა აღქმული ყოფილიყო, როგორც ქარტიის პოზიცია.
მე, როგორც დამოუკიდებელი მედიაკომპანიის მფლობელი და ქარტიის გულშემატკივარი, ვთვლი, რომ ეთიკის ქარტიის მდივნის გამოჩენა სასამართლო განხილვაზე ინტერესთა კონფლიქტს წარმოადგენს და ქარტიის რეპუტაციისთვის სასარგებლო ნაბიჯი არ არის.
ვფიქრობ, რომ აღნიშნული გარემოება უხერხულობას ქმნის იმ ღირებულებებისა და პრინციპებისათვის, რომელთაც ქარტია აღიარებს და რომელთა დაცვაში მცირეოდენი წვლილი მეც მიმიძღვის.
ვადასტურებ ღრმა პატივისცემას ეთიკის ქარტიის საბჭოსა და მისი წევრების მიმართ და მოგმართავთ თხოვნით, იქნებ ეს შემთხვევა გახდეს ქარტიის წესდებაში ცვლილებების შეტანის საფუძველი, რათა მომავალში თითოეული ჟურნალისტი, მედია და საზოგადოება დაზღვეული იყოს მსგავსი უხერხულობისგან და გამოირიცხოს ქარტიის ასოცირება რომელიმე მხარესთან“- ნათქვამია წერილში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა