logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ „ლეიბორისტების“ ბრალდებას უარყოფს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაური“ „ლეიბორისტების“ ბრალდებას უარყოფს
15:10 04.08.2012
კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებენ.

როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც თბილისის ქუჩების წყალსადენისა და წყალარინების მიწისქვეშა ქსელების სრულ განახლებას ითვალისწინებს, გარკვეული უბნებისთვის წყალმომარაგების შეწყვეტას მოითხოვს.

განცხადების თანახმად, აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება სხვაგვარად შეუძლებელია.

„ბოლო პერიოდში, მესამე მხარის ბრალეულობის გამო, რომელიც ასევე, სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ კუთვნილი მაგისტრალური ქსელების რამდენიმე სერიოზული ავარიული დაზიანება მოხდა, რამაც თავის მხრივ, მოსახლეობას წყალმომარაგება შეუწყვიტა“ - ნათქვამია განცხადებაში.

კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ტექნიკური ბრიგადების მუშაობის შედეგად ყველა სახის დაზიანება უკვე ლიკვიდირებულია და მოსახლეობას წყალი უწყვეტ რეჟიმში მიეწოდება.

რაც შეეხება წყლის ხარისხს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი, როგორც ეროვნულ სტანდარტებს ასევე, ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციებს შეესაბამება.

მათი განცხადებით, კომპანიის ცენტრალური ლაბორატორია ყოველ საათში ერთხელ წყლის ხარისხს აკონტროლებს და სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ თბილისის მოსახლეობისთვის მიწოდებული სასმელი წყალი მაღალი ხარისხისაა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა ჯიბლაძემ დღეს ხელისუფლებას თბილისის მოსახლეობის ივლისი-აგვისტოს თვეების წყლის გადასახადისგან გათავისუფლება მოსთხოვა.

ძაგანიას თქმით, თბილისის მოსახლეობას ზაფხულის სიცხეში თბილი წყალი მიეწოდება, რაც დაუშვებელია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა