ქვეყანაში წითელას ეპიდაფეთქება გრძელდება. დღევანდელი მონაცემებით, იანვარ-თებერვალში
2 115 შემთხვევა დაფიქსირდა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.„წელს, პირველი იანვრიდან წითელად უკვე 2100-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს, როცა შარშან მთელი წლის განმავლობაში გვქონდა იგივე რაოდენობა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, შარშან წითელას გამო 72 ადამიანი გარდაიცვალა ევროპაში, მათ შორის, 3 საქართველოში. სამი ბავშვიდან არც ერთი იყო აცრილი, რადგან ორს ჯერ არ უწევდა, ერთს კი ჰქონდა ისეთი დაავადება, რომლის დროსაც აცრა არ შეიძლება. წელს საქართველოში წითელას გამო გარდაცვალების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. ამჟმად აცრები კარგად მიდის, 95 000-ზე მეტი ადამიანია აცრილი დამატებით, მათ გარდა, ვისაც 1 და 5 წლის ასაკში ეკუთვნის გეგმიურად აცრა“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.

















