„ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა ჯიბლაძე ხელისუფლებას სთხოვს თბილისის მოსახლეობა ივლისი-აგვისტოს თვეების წყლის გადასახადისგან გაათავისუფლოს.
ამის შესახებ ჯიბლაძემ თბილისის წყალმომარაგების კომპანია „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერთან“ გამართულ აქცია-ბრიფინგზე განაცხადა.
ჯიბლაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა უნდა მოსთხოვოს მის მიერ კონტოლირებად რუსულ კომპანიას აღნიშნული თვეების წყლის გადასახადისაგან მოსახლეობის გათავისუფლება.
ჯიბლაძის განცხადებით, თბილისის მოსახლეობას ზაფხულის სიცხეში თბილი წყალი მიეწოდება, რაც დაუშვებელია.
„მიხეილ სააკაშვილმა რუსულ კომპანიასთან ერთად, სული ამოხადა წყლის ბეგარით თბილისელებს. მოვითხოვთ, რომ ივლისი-აგვისტოს გადასახადისაგან მოსახლეობა გაათავისუფლონ“ - განაცხადა ჯიბლაძემ და დასძინა, რომ მოქალაქეები, რომლებსაც აღნიშნული თვეების წყლის გადასახადი უკვე გადახდილი აქვს, იგი წინსმწრებად უნდა ჩაეთავლოს.

















