ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს თსუ ბიბლიოთეკის რესტავრაციის
განყოფილების ანგარიში - პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც წარმოდგენილი იქნება უნივერსიტეტში დაცული უნიკალური საბიბლიოთეკო ერთეულების რესტავრირებული ნიმუშები.
პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ექნება იხილოს განყოფილების მიერ რესტავრირებული უძველესი რარიტეტული ნაბეჭდი წიგნები მათ შორის: საღმრთო და სამღვდელო სახარება (ვახტანგ VI-ის სტამბა) 1709წ; დავითნი (ვახტანგ VI-ის სტამბა) 1709წ; საღმრთო და სამღვდელო სახარება 1818წ. და სხვ.
ღონისძიება 13:00 საათზე დაიწყება.

















