logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
საფრანგეთის ატაშე: მისასალმებელია, რომ რეფორმის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუმსუბუქდათ სკოლის გამოსაშვები გამოცდების ტვირთი, რადგან ისინი უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვისაც ემზადებოდნენ
საფრანგეთის ატაშე: მისასალმებელია, რომ რეფორმის ფარგლებში, მოსწავლეებს შეუმსუბუქდათ სკოლის გამოსაშვები გამოცდების ტვირთი, რადგან ისინი უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვისაც ემზადებოდნენ
15:23 28.02.2019
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა და მათ მიმდინარე რეფორმის ფარგლებში ჩატარებული კვლევა და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო.

საფრანგეთის საელჩოს საუნივერსიტეტო და სამეცნიერო ატაშეს, ელეონორ გარნიეს თქმით, საფრანგეთშიც არსებობდა სისტემა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებს სჭირდებოდათ როგორც სკოლის გამოსაშვები გამოცდების, ასევე, უნივერსიტეტში ჩასაბარებელი გამოცდების ჩაბარებაც. ამ მიმართულებით საფრანგეთში გამოიკვეთა იგივე პრობლემები, რაც საქართველოში.

„ერთი, რომ ძალიან დიდი დატვირთვა იყო მოსწავლეებზე ამ ყველაფრისთვის მოსამზადებლად და მეორე, რომ უთანასწორო მდგომარეობაში ვარდებოდნენ მოსწავლეები, როდესაც სკოლის გამოცდების პარალელურად, უხდებოდათ დამატებით მომზადება, რომ წარმატებისთვის მიეღწიათ უნივერსიტეტის გამოცდებშიც“, - აღნიშნა ელეონორ გარნიემ და საფრანგეთში დღეს არსებულ სისტემაზე ისაუბრა.

გარნიეს თქმით, მისასალმებელია განათლების რეფორმის ის ნაწილი, რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეებს შეუმსუბუქდათ სკოლის გამოსაშვები გამოცდების ტვირთი, რადგან ისინი უნივერსიტეტში მისაღები გამოცდებისთვისაც ემზადებოდნენ.

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა შეხვედრის შემდეგ აღნიშნეს, რომ შეხვედრა ძალიან საინტერესო და ინფორმატიული იყო. წარმომადგენლებმა ისაუბრეს ჩატარებულ კვლევებზე, რომლის საფუძველზეც გამოვლინდა უთანასწორობა სწავლების ხარისხთან და შედეგებთან დაკავშირებით რეგიონებსა და დედაქალაქს, ასევე, დიდ ქალაქებსა და სოფლებს შორის. დამსწრე ორგანიზაციებმა წარმოადგინეს რეკომენდაციები სიტუაციის გაუმჯობესებისა და სასწავლო დაწესებულებების უკეთესი შედეგების მისაღწევად.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა