logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მსჯავრდებულები ამიერიდან მხოლოდ ელექტრონულ პირადობის მოწმობას მიიღებენ
მსჯავრდებულები ამიერიდან მხოლოდ ელექტრონულ პირადობის მოწმობას მიიღებენ
14:46 28.02.2019
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულები მხოლოდ ელექტრონულ პირადობის მოწმობას მიიღებენ, რადგან პენიტენციურ დაწესებულებებში ქაღალდის ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობები აღარ გაიცემა. ბრალდებულები და მსჯავრდებულები ელექტრონულ პირადობის მოწმობებს (ID) უფასოდ მიიღებენ.

აღსანიშნავია, რომ დღემდე გამონაკლისის სახით ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ პირებზე ქაღალდის ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობის გაცემა. ისინი ერთჯერადად გათავისუფლდებიან პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად საჭირო მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან. აღნიშნული ინიციატივა უვადოა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ საქართველოს ყველა მოქალაქეს ეხება.

პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულები და მსჯავრდებულები საფასურისგან გათავისუფლდებიან:

თუ პირველად იღებენ ან პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისას თან არ აღმოაჩნდებათ პირადობის ელექტრონული მოწმობა;

თუ მათ სახელზე გაცემული პირადობის ელექტრონული მოწმობა გაუქმებულია ან არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირის მომართვის შემთხვევაში, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირი 7 სამუშაო დღის განმავლობაში მივა შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში და პირადობის ელექტრონული მოწმობის მისაღებად აუცილებელ ყველა პროცედურას ადგილზე გაივლის.

დღევანდელი მონაცემით, პირადობის დამადასტურებელ თანამედროვე და სანდო დოკუმენტს უკვე ფლობს საქართველოს 2 850 000-ზე მეტი მოქალაქე.

ცვლილების შემდეგ, ქაღალდის პირადობის მოწმობის გაცემის შემდეგი საგამონაკლისო შემთხვევები რჩება ძალაში:

ა) პირს მძიმე ავადმყოფობის გამო ნების გამოხატვა არ შეუძლია და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (ნების გამოხატვის შეუძლებლობა უნდა დადასტურდეს შესაბამისი ცნობით/დოკუმენტით);

ბ) სერვისების განვითარების სააგენტოსგან დამოუკიდებელი მიზეზით (მაგ.: მეტეოროლოგიური პირობები, ფორსმაჟორული გარემოებები და სხვ.) შეუძლებელია დამზადებული პირადობის ელექტრონული მოწმობის მიწოდება/გადაცემა მისი გამცემი ტერიტორიული სამსახურისათვის ან/და დაინტერესებული პირისათვის;

გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეუძლებელია იმ პირის გადაადგილება (ტერიტორიულ სამსახურში გამოცხადება), რომელზეც უნდა გაიცეს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა და აღნიშნულ პირს არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში - ასევე მშობელი/მშვილებელი);

დ) პირი, ფსიქიატრიული დახმარების მიღების მიზნით, იმყოფება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი (მეურვე, მზრუნველი, ხოლო არასრულწლოვანის შემთხვევაში - ასევე მშობელი/მშვილებელი).
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა