logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ILO – Danida: ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად
ILO – Danida: ყოვლისმომცველი შრომის ბაზარი საქართველოში სამუშაო ადგილების შესაქმნელად
13:05 28.02.2019
შრომის საერთაშორისო ორგანიზაციამ თბილისსა და რეგიონებში ტრენინგების სერია დაიწყო. გახსნის კონფერენცია დღეს ბათუმში, სასტუმრო "ჰილტონში" გაიმართა.

შესაძლებლობების ამამაღლებელ სემინარს: სოციალურ დიალოგზე და შრომით ურთიერთობებზე ბათუმი 1 მარტის ჩათვლით უმასპინძლებს.

შეხვედრა საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მთავარმა ტექნიკურმა მრჩეველმა კინან ბაჰნასიმ გახსნეს.

ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით, ტრენინგების სერიას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან გულისხმობს საზოგადოებრივად აქტიური ადამიანების გადამზადებას ისეთი მნიშვნელობის საკითხებში, როგორიცაა გლობალური პრაქტიკა შრომითი დავების პრევენციისა და გადაწყვეტის მექანიზმების საქმეში; "განვიხილავთ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების მიერ სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის წინაშე დაყენებულ საკითხებს, მათ შორის შრომის კოდექსში ცვლილებებს, საარსებო მინიმუმის საკითხს, საპენსიო რეფორმას, უმუშევრობის შემწეობას და ა.შ. ტრენიგნგების მონაწილეები გაივლიან პრაქტიკულ სამუშაოებსაც. ტრენინგების სერია მნიშვნელოვანია ჩვენთვის (პროფკავშირებისთვის), აგრეთვე უდაოდ მნიშვნელოვანია ჩვენი წევრების და ზოგადად დასაქმებულების ცოდნის ამაღლება, ცნობადობის გაზრდა, რაც მათ ჩართულობას და მონაწილეობას უზრუნველყოფს მათთვის და ქვეყნისთვის საჭირო საკითხებში. სწორედ დასაქმებულები და მეწარმეები არიან ეკონომიკური დოვლათის შემქმნელები და ძირითადი დაინტერესებული მხარეები. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჯამბაზებით ზედმეტად გადატვირთული ქართული პოლიტიკა, სადაც ამ ორი ჯგუფის ინტერესის და საჭიროებების გარდა ყველაფერზეა საუბარი, ამიტომ მეწარმეების ცნობიერების ამაღლებასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ, რათა სრულფასოვანი და კომპეტენტური სოციალური პარტნიორები გვყავდეს , რასაც აგრეთვე სერიოზულ ყურადღებას უთმობს დანიის მთავრობის ის პროექტი, რომელიც შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეშვეობით ხორციელდება საქართველოში."
სემინარის ძირითადი ტრენერები საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი და იურისტი თამარ სურმავა არიან.

პროფკავშირების წევრები სხვადასხვა სექტორებიდან მაღალკვალიფიციური ტრენერებისგან მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) საქმიანობის, სოციალური დიალოგის კონცეფციის, სამმხრივი სოციალური პარტნიორობის კომისიის და მისი სტრუქტურის შესახებ საქართველოში;

რაისა ლიპარტელიანი: "სემინარის მიზანია ხაზი გაუსვას სოციალური დიალოგის მნიშვნელობას რეგიონში და 2 დღის მანძილზე იმსჯელოს იმ გამოწვევებზე რომელიც ამ მიმართულებით არსებობს და როგორიცაა შრომითი უფლებები, შრომის უსაფრთხოება, საპენსიო რეფორმა, უმუშევრიბის შემწეობა, მინიმალური ხელფასი და ქალთა შრომითი უფლებები."

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა