„თბილავიამშენის“ 120-მდე თანამშრომელმა სამუშაოს შესრულებაზე უარი განაცხადა. დასაქმებულები
ხელფასის გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ.მათი ინფორმაციით, საწარმოს ადმინისტრაციასთან მედიაციის 21-დღიანი პროცესი შეთანხმების გარეშე დასრულდა, ამიტომ დასაქმებულებმა პროტესტის ამ ფორმას - გაფიცვას მიმართეს.
„თბილავიამშენის“ თანამშრომლები მოითხოვენ შრომის ანაზღაურების გაზრდას, საპრემიო სისტემის ამოქმედებას, კოლექტიური შეთანხმების გაფორმებას და სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას.

















