logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
N11 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები საქართველო-ესტონეთის კალათბურთის მატჩს დაესწრნენ
N11 პენიტენციური დაწესებულების არასრულწლოვანი მსჯავრდებულები საქართველო-ესტონეთის კალათბურთის მატჩს დაესწრნენ
13:47 25.02.2019

საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ინიციატივით

, თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურის ეროვნული ნაკრების ესტონეთის ნაკრებთან ჩატარებულ მატჩს N11 დაწესებულების 23 არასრულწლოვანი მსჯავრდებული დაესწრო.

თამაშის დასასრულს, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წევრებმა არასრულწლოვან მსჯავრდებულებთან ამხანაგური მატჩი გამართეს, მოზარდებს გაესაუბრნენ და საჩუქრად კალათბურთის ბურთები გადასცეს საკუთარი ავტოგრაფებით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მუშაობა დაიწყო პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საპატიმროებში (N11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება, N2 პენიტენციური დაწესებულება, N8 პენიტენციური დაწესებულება) განთავსებული არასრულწლოვანი ბრალდებულ/მსჯავრდებულების გრაფიკში არსებული ბევრი თავისუფალი დროის შინაარსით შევსებას საპატიმროდან გათავისუფლებისათვის მომზადების მიზნით.

ინიციატივა ითვალისწინებს, არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებს უკვე პატიმრობისას გაუჩნდეთ მხარდამჭერი პირები, ვინც მათ პატიმრობის პირობებში მენტორობას გაუწევს, გაწვრთნის, ასწავლის, მოამზადებს ქართულ ან უცხო ენაში, ან სხვა საგანში ან სფეროში და საპატიმროდან გამოსვლის შემდეგაც, არასრულწლოვნის სურვილის შემთხვევაში, საზოგადოებაში ინტეგრაციაში დაეხმარება.

მინისტრის ამ ინიციატივას რამდენიმე სპორტული ფედერაცია, მათ შორის საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელობა გამოეხმაურა და სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში გაიმართა არასრულწლოვანი მსჯავრდებულების სპორტსმენებთან შეხვედრა.

ამავე შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმაც დაისახა, კერძოდ, კალათბურთის ეროვნული ნაკრების ხელმძღვანელობამ მზაობა გამოთქვა, რომ უკვე დაიწყოს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მსჯავრდებულებთან მუშაობა.

 

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა