logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
დეკანოზი გიორგი მამალაძე მკურნალობას ციხის საავადმყოფოში განაგრძობს
დეკანოზი გიორგი მამალაძე მკურნალობას ციხის საავადმყოფოში განაგრძობს
16:21 22.02.2019
მსჯავრდებული გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან N18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაშია გადაყვანილი. პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებული ყველა იმ სამედიცინო პროცედურას გაივლის, რაც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჩატარებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნით არის რეკომენდებული, - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

„შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში მიმდინარე წლის 15 თებერვალს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა წინასწარი დიაგნოზით თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა, ჰიპერტონული კრიზი. ჩატარდა სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები. მათ შორის ორჯერ გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა (ერთხელ კლინიკაში მოთავსებისთანავე, ხოლო მეორედ - 16 თებერვალს, დინამიკაში დაკვირვების მიზნით). 17 თებერვალს მსჯავრდებულს თავის ტვინის და ხერხემლის MRT გამოკვლევა ჩაუტარდა. აღნიშნული გამოკვლევებით თავისა და ზურგის ტვინში მწვავე კეროვანი პათოლოგია არ გამოვლენილა.

ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე 18 თებერვალს გაიმართა ნევროლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნის თანახმად, მოცემულ ეტაპზე თავის ტვინის ორგანული დაზიანების ნიშნები გამოვლენილი არ ყოფილა.

20 თებერვალს ჩატარდა ნევროლოგების, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების კონსილიუმი. ჩივილების, დაავადების ანამნეზის, ფსიქიკური სტატუსის, გამოკვლევების მონაცემების გათვალისწინებით ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი დისოციაციური მოტორული აშლილობა. კონსილიუმის დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების მოძრაობის უნარის და სენსორული შეგრძნებების დაკარგვას, რისი ორგანული საფუძველიც გამოკვლევებით არ დადგინდა. კონსილიუმის დასკვნის თანახმად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გიორგი მამალაძე 2 წელია იმყოფება ფსიქოლოგიური სტრესისა და იზოლაციის მდგომარეობაში. კონსილიუმის დასკვნით, აღნიშნული ნოზოლოგიის მკურნალობის ძირითადი მეთოდია ფსიქოთერაპია, ხოლო ფარმაკოთერაპია გამოიყენება თანმხლები დარღვევების (მაგალითად დეპრესიის, ან შფოთვის) სიმპტომების რედუქციის მიზნით. გარკვეული პოზიტიური გამოცდილება დადასტურებულია ფიზიოთერაპიული ინტერვენციებიდან, რაც ხორციელდება თავდაპირველად სტაციონარულად, ხოლო შემდგომ ამბულატორიულად. ექიმთა კონსილიუმმა აღნიშნა, რომ ამ დიაგნოზის მქონე პაციენტის მართვის უფლება, კომპეტენციების შესაბამისად, ასევე აქვს ნევროლოგს, რაც პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მიზანშეწონილად შეიძლება ჩაითვალოს.

კონსილიუმის მოცემული დასკვნის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სტაციონარში გადაყვანის შესახებ, როგორსაც წარმოადგენს პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულება, სადაც მას ექიმების მიერ რეკომენდებული მკურნალობა ჩაუტარდება“ - აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა