logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მიხეილ ბატიაშვილმა ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა
მიხეილ ბატიაშვილმა ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა
15:06 22.02.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შესაბამისი კომისიის წარდგინებით, განსაკუთრებული პედაგოგიური გამოცდილებისა და მიღწევებისთვის ლადო აფხაზავას მენტორი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა. ამის შესახებ მინისტრმა ლადო აფხაზავს პირადად ამცნო, როდესაც გლობალური ჯილდოს ფინალისტს საკუთარ სოფელ ჩიბათში ესტუმრა.

მინისტრმა პედაგოგს საერთაშორისო ასპარეზზე წარმატება მიულოცა და მასწავლებლის პროფესიის ასეთი პოპულარიზაციისთვის და მსოფლიო ასპარეზზე ქვეყნის წარმოჩენისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა სკოლაც დაათვალიერა და საგაკვეთილო პროცესსაც დაესწრო.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, ლადო აფხაზავს მიღწევა მთელი საქართველოსთვის უდიდესი გამარჯვებაა და რეფორმის განხორციელების პროცესში, სწორედ მსგავს აქტივობებზე და სააზროვნო უნარების გავითარებაზე გაკეთდება აქცენტი.

„ეს მართლაც უმნიშვნელოვანესი მიღწევა და უზარმაზარი გამარჯვებაა არა მხოლოდ ლადოსთვის, მთელი საქართველოსთვის. ლადო აფხაზავას გამოცდილება და სასწავლო მიდგომები საუკეთესო ნიმუშია იმისათვის, რომ რეფორმის ფარგლებში, კლასებში რაც მეტი აქტივობა, მეტი სააზროვნო უნარები და შემოქმედობითობა დავნერგოთ. სწორედ ეს არის ყველაზე სწორი გზა, რომელიც ჩვენი ბავშვების განვითარებას ეხმარება. ჩვენ დღეს ლადო აფხაზავას გამარჯვება მივულოცეთ, პედაგოგის ყველაზე მაღალი - მენტორის სტატუსი მივანიჭეთ, მაგრამ ეს მინიმუმია რაც ჩვენ ასეთი წარმატებული პედაგოგისთვის შეიძლება გავაკეთოთ “-განაცხადა მინისტრმა.

სოფელ ჩაბათში მინისტრის ჩასვლას თავად ლადო აფხაზავა მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს და მისთვის სასიხარულოა, რომ საქართველოში მასწავლებლის პროფესია კიდევ უფრო დაფასდება.

„ეს მხოლოდ ჩემი გამარჯვება არ არის, ეს საქართველოს, ჩემი კოლეგებისა და მოსწავლეების გამარჯვებაა. აუცილებლად ვეტყვი მსოფლიოს ქართველი მასწავლებლების გაკეთებულ საქმეებს, რათა მსოფლიომ გაიცნოს ისინი“- განაცხადა ლადო აფხაზავამ.

მინისტრმა დასაფასებელი და მისაბაძი უწოდა ლადო აფხაზავას პროფესიონალიზს, რომელიც 2012 წლიდან მცირე საოჯახო სახლის მენეჯერია და ცდილობს მოსწავლეები აქტიურ მოქალაქეებად, თანამედროვე საზოგადოების ლიდერებად და კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანებად აღზარდოს, რათა მათ აზრის თავისუფლად გამოხატვა, იდეების გენერირება და ინიციატივების განხორციელება შეძლონ. ამის მისაღწევად კი ლადო აფხაზავა, მოსწავლეებს საკუთარი ცხოვრებითა და შემოქმედებით აძლევს ამის მაგალითს.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა