logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ კომუნიკაციების კომისიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ კომუნიკაციების კომისიას კანონის დარღვევაში ადანაშაულებს
13:15 03.08.2012
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას Must Carry-ის შესახებ მიღებული კანონის არასწორ ინტერპრეტირებასა და კანონის  დარღვევაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ კოალიციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. კოალიციის ერთ-ერთი წევრის ლევან დოლიძის განმარტებით, კომისიამ დაარღვია კანონით ნაკისრი ვალდებულება და სრულად დადგენილ ვადებში არ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმ მაუწყებლებისა და მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების შესახებ, რომელთა მიმართაც Must Carry-ის პრინციპი ვრცელდება.

მისივე თქმით, კომისიის წევრები კანონის არასწორ ინტერპრეტაციას ახდენენ, როდესაც აცხადებენ, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს შესაბამისი სამაუწყებლო არხების მომსახურების პაკეტში ჩასმის ვალდებულება წარმოეშვებათ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ტელეკომპანიის წერილობით შეტყობინებას მიიღებენ და თავად ტელეკომპანიები უზრუნველყოფენ სიგნალის მიწოდებას.

„კანონის ამგვარი განმარტება არ შეესაბამება Must Carry-ის შესახებ მიღებული საკანონმდებლო აქტის მოთხოვნებს, ვინაიდან, საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლი საერთოდ არ ითვალისწინებს ტელეკომპანიების მიერ წერილობითი შეტყობინების ან სიგნალის მიწოდების ვალდებულებას“ - განაცხადა დოლიძემ.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას თავი შეიკავოს კანონის არასწორი ინტერპრეტაციისგან და გადადგას ქმედითი ნაბიჯები, რაც ხელს შეუწყობს ზემოაღნიშნული კანონის ეფექტიანად აღსრულებას.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა