logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
მარიამ ჯაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორების მოსაზრებების განხილვას კომიტეტის სხდომაზე გეგმავს
მარიამ ჯაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორების მოსაზრებების განხილვას კომიტეტის სხდომაზე გეგმავს
16:43 18.02.2019
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ქალაქ რუსთავის მერიაში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების დირექტორებს შეხვდა. შეხვედრაზე იმსჯელეს საკითხებზე, რომელიც არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში გასაუმჯობესებელია.

„რუსთავში 21 საბავშვო ბაღი ფუნქციონირებს, მათ შორის, ერთი 2018 წელს დაარსდა. რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას ხელშეწყობით მიმდინარეობს დამატებითი ჯგუფების, დამატებითი სივრცის შექმნა, რათა კიდევ უფრო მეტ ბავშვს ჰქონდეს საშუალება, ისარგებლონ საბავშვო ბაგა-ბაღების სერვისით. ასევე, საუბარია საპილოტე პროგრამაბზე იმისთვის, რომ მაქსიმალურად გაძლიერდეს 5 და 6 წლის ასაკის ბავშვებისთვის სკოლის ინფრასტრუქტურაში და სასკოლო მზაობის პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა. მერმა გამოთქვა მზაობა, რუსთავში შეიქმნას სასწავლო ბაზა აღმზრდელ პედაგოგთა მოსამზადებლად, როგორც აკადემიური კვალიფიკაციის, ასევე, მოკლევადიანი კურსების შესაძლებლობების თაობაზე. ეს არის წინადადება, რომელიც ძალიან სინტერესოა და რუსთავისთვის იქნება უმნიშვნელოვანესი. პირადად ჩემგან ექნება ხელშეწყობა. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სმინისტროსთან მექნება საუბარი აღნიშნულ წინადადებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა დირექტორებთან მან ისაუბრა ავტორიზაციისა და სტანდარტების ახალი რეგულაციების შესახებ, რომელიც მისივე თქმით, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს.

„ბოლო წლებში შეიქმნა ბაზა, რომელიც აქამდე არ არსებობდა; შემუშავდა საბავშვო ბაღებისთვის პედაგოგიური, სანიტარულ-ჰიგიენური და ინფრასტრუქტურული სტანდარტები“,- განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მისი ინფორმაციით, 66 მუნიციპალიტეტიდან, დაახლოებით, 20-ში დასრულდა სტანდარტების მიღების და ადაპტაციის პროცესი.

მარიამ ჯაშის განცხადებით, ერთიან ა(ა)იპ-ის ფარგლებში საბავშვო ბაღების დატოვებას აქვს გარკვეული უპირატესობები, თუმცა ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ ავტორიზაციის შედეგად როგორ ჩამოყალიბდება სტრუქტურა.

„მოსაზრება, რომ თითოეული ბაღი გავიდეს ცალკე, დამოუკიდებელ იურიდიულ პირად, ეფუძნება იმას, რომ ავტორიზაციაზე პასუხისმგებლობა კონკრეტულ დაწესებულებას უნდა ჰქონდეს, თუ რამდენად აკმაყოფილებს პედაგოგიურ, ინფრასტრუქტურულ, სანიტარიულ-ჰიგიენურ კრიტერიუმებს და ა. შ. ერთი ა(ა)იპ-ის ქვეშ მრავალი საბავშვო ბაღის ავტორიზაციიისას ბაღებმა შეიძლება ერთმანეთს ხელი შეუშალონ. თუმცა კომიტეტის სხდომაზე სკოლამდელი და ადრეული ასაკის კანონის იმპლემენტაციასთან დაკავშირებით, შეგვიძლია ეს საკითხი დავაყენოთ“, - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა