logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ჟურნალისტებს ნარჩენების მართვის საკითხებზე სემინარები ჩაუტარდათ
ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით, ჟურნალისტებს ნარჩენების მართვის საკითხებზე სემინარები ჩაუტარდათ
10:19 18.02.2019
ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ბოლო სამი თვის განმავლობაში კახეთში , ბორჯომსა და აჭარაში საქართველოს მედია საშუალებების წარმომადგენლებისთვის ჩატარდა სამი ორდღიანი სემინარი ნარჩენების მართვის საკითხებზე. სემინარებს საქართველოს 100-ზე მეტი ჟურნალისტი დაესწრო. სემინარების მიზანი იყო მედიის წარმომადგენლების ინფორმირება საქართველოში ნარჩენების მართვის სფეროში დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ და ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების მიერ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება.

მედიის წარმომადგენლებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებები და მათი შესრულების პირობები, გაეცნენ ნარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკას, საუკეთესო გამოცდილებას და საქართველოს გამოწვევებს ამ მიმართულებით. ასევე, მიმოიხილეს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების პრინციპი, რომელიც ძალაში 2019 წლის დეკემბრიდან შედის. აგრეთვე, იმსჯელეს ცირკულარული ეკონომიკის საკითხებზე ნარჩენების მართვის კუთხით.

„ევროკავშირისთვის კარგად არის ცნობილი, რომ კარგი გარემოსდაცვითი პირობები უმნიშვნელოვანესია ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოვრების სათანადო ხარისხის უზრუნველსაყოფად. სწორედ ამიტომ, საქართველოში მიმდინარე პროგრამების 10%-ზე -მეტი გარემოს დაცვას ეხება. მაგალითად, ნარჩენების მართვის სფეროში ჩვენ საქართველოს ვეხმარებით თანამედროვე ნაგავსაყრელებისა და ნარჩენების გადამამუშავებელი ობიექტების მოწყობაში, აგრეთვე ისეთი საკანონმდებლო ბაზის შექმნაში, რაც კომპანიებს საკუთარ ნარჩენებზე პასუხისმგებლობას აკისრებს, როგორც ეს ევროკავშირის ქვეყნებშია მიღებული. თუმცა, ეს ძალისხმევა წარმატებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაღწევს, თუ საზოგადოება ამ საკითხებზე სათანადოდ იქნება ინფორმირებული და შესაბამის პროცესებში ჩართული. საზოგადოების ინფორმირების თვალსაზრისით მედია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს თქვენთან ერთად მუშაობისა და ამ საქმეში წვლილის შეტანის შესაძლებლობა“ - აღნიშნა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

“ნარჩენების მართვის ეფექტიანად წარმართვისთვის აუცილებელია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართულობა, რაშიც ძალიან მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მედიას. თუმცა, საკითხების სიღრმისეულად გაშუქებისა და მოსახლეობისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებისათვის საჭიროა თვით მედიის წარმომადგენლების გაცნობიერება ამ სექტორში. მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრების საშუალებით, მედიის წარმომადგენლები ეცნობიან საკითხის პრობლემატიკას და იღებენ ინფორმაციას ქვეყანაში დაგეგმილი და განხორციელებული ქმედებების, საერთაშორისო პრაქტიკის და სხვა მათთვის საინტერესო მოვლენების შესახებ,“ აღნიშნა ლევან დავითაშვილმა, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, პროექტის და მის ფარგლებში ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული მიმდინარე ღონისძიებების შეფასების დროს.

ორდღიანი შეხვედრები მოეწყო პროექტის „ტექნიკური დახმარება საქართველოში ნარჩენების მართვის გაუმჯობესების მიზნით ცნობიერებისა და კომუნიკაციის დონის და ამ დარგში ევროკავშირის მხარდაჭერის ცნობადობის ასამაღლებლად“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან, და მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან თანამშრომლობით.

სემინარების მთავარი მიზანია ჟურნალისტების ინფორმირებულობის დონის ამაღლება ნარჩენების მართვის საკითხებში, მათ შორის ნარჩენების მართვის ეროვნული პოლიტიკური და საკანონმდებლო ჩარჩოს, კანონის აღსრულების, ინფორმაციის წყაროების, ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების ზემოქმედების, ჯარიმების, მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ახალის კონცეფციის და სხვა საკითხების შესახებ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა