logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
გერმანიის ელჩი: განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება
გერმანიის ელჩი: განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება
11:21 16.02.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა, საქართველოში გერმანიის ელჩთან ჰუბერტ ქნირშთან და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრის მთავარი თემა პროფესიული განათლების კუთხით ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერება იყო.

მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, განათლების რეფორმების ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი პროფესიული განათლებაა. ამ მიმართულებით ჩვენი მთავარი პარტნიორი გერმანიაა, სადაც პროფესიულ განათლებაში დუალური სწავლების მსოფლიოში საუკეთესო გამოცდილება არსებობს. ეს ქვეყანა არა მხოლოდ გამოცდილებით, არამედ, რესურსებითაც ჩართულია რათა, რაც შეიძლება მეტი დუალური მოდელი გაჩნდეს საქართველოში და რაც შეიძლება ბევრი ახალგაზრდა ეუფლებოდეს პროფესიას სხვადასხვა სფეროში. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით არაერთი პროექტი ხორციელდება და ბევრი სამუშაო სამომავლოდაც დაიგეგმა.

„დღეს ჩვენ კიდევ ერთი ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა მინისტრთან და მისი გუნდის წევრებთან, რომელიც შეეხებოდა პროფესიული განათლების მიმართულებით გერმანული გამოცდილების გაზიარებას. პროფესიული განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოსთან თანამშრომლობა გაღრმავდება. მოგეხსენებათ, გერმანია ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა პროფესიული განათლების განვითარების თვალსაზრისით და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება საქართველოსთვის. ჩვენ წლებია ვთანამშრომლობთ ქართულ მხარესთან ამ მიმართულებით, თუმცა გვსურს უფრო გავაღრმავოთ ეს თანამშრომლობა, ვფიქრობ ამისთვის ძალიან კარგი პლატფორმა იქნება ფორუმი, რომელიც ზაფხულშა დაგეგმილი“ - განაცხადა გერმანიის ელჩმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა