logo2
logo2
არქივი
« ივნისი 2026 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30
logo2
logo2
„საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში, ეს არის ფუნდამენტური ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესის ნაწილი ვიყოთ“ - როს უილსონი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
„საქართველოს აქვს ამბიციური გეგმები განათლების სექტორში, ეს არის ფუნდამენტური ქვეყნის მომავლისთვის და ჩვენ მზად ვართ, ამ პროცესის ნაწილი ვიყოთ“ - როს უილსონი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი
15:32 15.02.2019
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა და მინისტრის მოადგილე, ირინა აბულაძემ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, როს უილსონთან ერთად განათლების სისტემის კომპლექსური რეფორმის მიმართულებებზე და სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელა. შეხვედრაზე განხილულ იქნა რეფორმის ყველა მიმართულება, როგორც ერთიანი სისტემის ნაწილი და მისი ცალკეული კომპონენტები, როგორებიცაა ახალი სკოლის მოდელი, კურიკულუმი, მასწავლებლების პროფესიული ზრდა, ინფრასტრუქტურა და სხვა.

აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის, როს უილსონის თქმით, ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა რეფორმის მიმართულებების განხილვისა და ერთობლივი გეგმების შემუშავებისთვის. მან გამოთქვა მზაობა, აშშ-ის საელჩო აქტიურად ჩაერთოს იმ ამბიციური გეგმების განხორციელებაში, რაც სამინისტროს გააჩნია - იქნება ეს კურიკულუმი, მასწავლებლების განვითარება, თუ ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით აშშ-ის დახმარება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ფარგლებში განუზომლად დიდია.

„დღეს გვქონდა ძალიან კარგი შესაძლებლობა, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან, მიხეილ ბატიაშვილთან განგვეხილა ის რეფორმები, რაც იგეგმება განათლების სისტემაში. ვიმსჯელეთ საკითხებზე, ამ პროცესში როგორ დაეხმარება ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრების შედეგად მე ვიცი, რომ საქართველოს აქვს ძალიან ამბიციური გეგმები განათლების სექტორში და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. განათლება არის ფუნდამენტური ამ ქვეყნის მომავლისთვის და მზად ვართ, ამ პროცესის ნაწილი ვიყოთ, “ - როს უილსონმა.

მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის თქმით, წლების განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატები ეხმარება საქართველოს განათლების მიმართულებით. შეხვედრაზე განხილულ იქნა სისტემური რეფორმის ფარგლებში მომავალი თანამშრომლობის ყველა კომპონენტი.
„ისეთი ქვეყნის მხარდაჭერა რეფორმების მიმართულებით, როგორიც ამერიკის შეერთებული შტატებია, უმნიშვნელოვანია სისტემაში კომპლექსური ცვლილებების განხორციელებისას,” - აღნიშნა ბატიაშვილმა

შეხვედრას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მისიის ხელმძღვანელი პიტერ უიბლერი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი, ჯენერ ედელმანი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე ესწრებოდნენ.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა